Business News | საქართველოს ბიზნეს Finder
Radius: off
Radius:
კმ უცნობია რადიუსში geolocation
ძებნა

საქსტატი 2018 წელს აჯამებს – რა შედეგები გვაქვს სოფლის მეურნეობაში?

წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს ხორბლის წარმოებამ 106.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქერის წარმოება 33.3 პროცენტით გაიზარდა და 58.5 ათას ტონას მიაღწია. სიმინდის წარმოება 190.3 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 33.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. კარტოფილის წარმოება 21.1 პროცენტით გაიზარდა და 218.1 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2018 წლის […]

სიახლეები 2019 წელს სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელებას აგრძელებს

2019 წელს სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელებას აგრძელებს. ► წინა წლების მსგავსად ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა კვლავ იქნება 70%; ვაზზე 50%. ► აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: • სეტყვა • წყალდიდობა • ქარიშხალი • საშემოდგომო ყინვა. ► 2014- 2018 წლებში წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში: • გაცემულია 81,453 პოლისი • […]

“იმედი L” შსს-ს თანამშრომლებს დააზღვევს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას კომპანია „იმედი L” დააზღვევს. სამედიცინო დაზღვევის უმსხვილესი გარიგების ღირებულება, ხელშეკრულების მიხედვით, 11 455 500 ლარია. სადაზღვევო კომპანიის მფლობელი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვების შედეგად მათი დაზღვეულების რაოდენობა 65 000-ით გაიზარდა. სულ კი კლიენტების რაოდენობამ 155 ათასს მიაღწია. აღნიშნულ ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა. „იმედი L“-მა […]

თანაინვესტირების ფონდს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თანაინვესტირების ფონდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა თანამდებობა დატოვა. ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდს ცოტნე ებრალიძე უხელმძღვანელებს. “ცოტნე ებრალიძე 2018 წლიდან საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის დირექტორის და ამავდროულად 2013 წლიდან საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულების მმართველი დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას კი თეა ჯოხაძე […]

ქართული ღვინის ექსპორტი 10%-ით გაიზარდა – სააგენტო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში 19,4 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 10%-ით აღემატება. სააგენტოს ცნობით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 47 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 16%-ით მეტია. მათივე ინფორმაციით, ქართული ღვინის რეალიზაცია გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და […]

ქართულ ვენახს კვიპროსში გააშენებენ

კვიპროსში ქართულ ვენახს გააშენებენ. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კვიპროსთან სოფლის მეურნეობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა. „კვიპროსთან, როგორც ტურისტულად კარგად განვითარებულ ქვეყანასთან, აგროსასურსათო მიმართულებით სავაჭრო ურთიერთობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში თანამშრომლობა, რადგან განვითარების ტენდენცია მზარდია. ჩვენ საშუალება გვაქვს ვენახის ისეთი ქართული ჯიშები შევთავაზოთ კვიპროსის მხარეს, რომლებიც […]

როგორ მივიღოთ მაქსიმუმი ნებისმიერი სამუშაო გამოცდილებიდან

ყველა სამსახური, რომლებიც შესაძლოა ცხოვრების განმავლობაში ვიქონიოთ, ჩვენთვის გარკვეულწილად სარგებლის მომტანია. სულ ერთია, იქნება ეს სტაჟირება, მოკლევადიანი გამოცდილება თუ სრულგანაკვეთიანი კარიერა. ის სამუშაოც კი, რომელიც დიდ სიამოვნებას არ გვანიჭებს, საბოლოოდ, ჩვენთვის სასიკეთო აღმოჩნდება ხოლმე. ადამიანებს გვაქვს იმის უნარი, რომ ნეგატიური გამოცდილებიდანაც კი სასარგებლო დასკვნები გამოვიტანოთ, შესაძლოა, უფრო მეტიც კი, ვიდრე კარგისგან, რადგან, ამ უკანასკნელის შემთხვევაში, […]

სოციალური შოპინგი

ამბავი იმისა, თუ როგორ აქცია Poshmark-მა მეორეული ტანსაცმლის ბიზნესი საკუთარი შინნაზარდი ანტრეპრენიორებით დაკომპლექტებულ $625-მილიონიან მოდის ბაზრობად. 51 წლის მანიშ ჩანდრას ზუსტად ისე აცვია, როგორც მოდის აპლიკაციის აღმასრულებელ დირექტორად ქცეულ ყოფილ სილიკონის ხეობის ინჟინერს შეშვენის: ის მოხდენილად უხამებს თავის Louis Vuitton-ის ქამარსა და Tommy Bahama-ს პერანგს Adidas-ის NMD-ს. ყველა ეს ნივთი Poshmark-ზე აქვს ნაყიდი – სოციალური შოპინგის […]

რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ხელფასი – განახლებული სტატისტიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა 2018 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურ ხელფასებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა. მეოთხე კვარტლის საშუალო თვიურმა ხელფასმა 1 202 ლარი შეადგინა. 2017 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით საშუალო თვიური ხელფასი 5.4%-ით არის გაზრდილი. 2018 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა – 1941 ლარი. მეორე ადგილზეა საფინანსო სექტორი – 1902 […]

რუსეთიდან ფულადი გზავნილები მცირდება

2018 წლის მარტიდან რუსეთიდან ემიგრანტების მიერ საქართველოში გადმორიცხულმა თანხებმა კლება დაიწყო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთიდან გზავნილები 11 მლნ დოლარით შემცირდა. კლება გაცილებით მაღალი იყო ბოლო ოთხ თვეში. 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით გზავნილები 8 მლნ დოლარით შემცირდა. მიმდინარე წლის თებერვალში 2018 წლის თებერვალთან შედარებით 2 მლნ დოლარით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ცალკე […]

ყველაზე

თქვენ შეიძლება ასევე დაინტერესებული: