7 მთავარი კერძი, რომელიც აჭარაში უნდა დააგემოვნოთ | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

7 მთავარი კერძი, რომელიც აჭარაში უნდა დააგემოვნოთ

7 მთავარი კერძი, რომელიც აჭარაში უნდა დააგემოვნოთ
Business News Tourist News

თუკი ნამ­დვი­ლი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აჭა­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს და­გე­მოვ­ნე­ბა გსურთ, აუ­ცი­ლებ­ლად აჭა­რას უნდა მი­ა­შუ­როთ. აქა­უ­რი კერ­ძე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ნოყი­ე­რია, კერ­ძე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის ძი­რი­თა­დი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი რძის პრო­დუქ­ტე­ბია: იაღი, იგი­ვე ერბო, ყვე­ლი, კა­რა­ქი, ნა­დუ­ღი, ხაჭო და ა.შ.

აჭა­რის მთი­ან სოფ­ლებ­ში მცხოვ­რებ­ლე­ბი და­უ­ღა­ლა­ვად შრო­მო­ბენ. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­რეთ მო­ფუს­ფუ­სე გლეხს ნოყი­ე­რი საკ­ვე­ბი სჭირ­დე­ბა, რომ მხნედ გრძნობ­დეს თავს. აჭა­რის მთი­სა და ბა­რის ყუ­ა­თი­ა­ნი კერ­ძე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­უ­კუ­ნე­ებ­მა შე­მოგ­ვი­ნა­ხა, დღემ­დე აღაფრ­თო­ვა­ნებს გურ­მა­ნებს. ყვე­ლა კერძს სა­კუ­თა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, ის­ტო­რია და გე­ოგ­რა­ფია აქვს.

  • იახ­ნი

ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი იახ­ნის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად გირ­ჩევთ, ქო­ბუ­ლეთს ეწ­ვი­ოთ, აჭა­რა­ში სა­უ­კე­თე­სო იახ­ნის სწო­რედ აქ ამ­ზა­დე­ბენ. ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბად სა­ქონ­ლის ხორ­ცი, ნი­გო­ზი და სა­ნე­ლებ­ლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. იახ­ნის გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში ამ­ზა­დე­ბენ და ახა­ლი წლის ერთ-ერთ მთა­ვარ კერ­ძად მო­აქვთ ქო­ბუ­ლეთ­ში სუფ­რას­თან. მი­ირ­თმე­ვენ ცხელს, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ იახ­ნი მე­ო­რე დღეს კი­დევ უფრო გემ­რი­ე­ლია – სა­ნე­ლებ­ლე­ბი და ნი­გო­ზი კარ­გად ერე­ვა ერ­თმა­ნეთს და და­უ­ვი­წყარ გე­მოს ქმნის.

  • ბო­რა­ნო

აჭა­რულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ნოყი­ე­რი კერ­ძი ბო­რა­ნოა. ეს კერ­ძი სულ ორი ინ­გრე­დი­ენ­ტის­გან შედ­გე­ბა, თუმ­ცა ნამ­დვი­ლი ბო­რა­ნო მხო­ლოდ აჭა­რის მთი­ა­ნეთ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბით გა­მო­დის უგემ­რი­ე­ლე­სი. რე­ცეპ­ტი მარ­ტი­ვია: ახალ, რბილ ყველს ადუ­ღე­ბულ, მთის კა­რაქს ას­ხა­მენ, სურ­ვი­ლი­სა­მებრ ამა­ტე­ბენ მა­რილს და მი­ირ­თმე­ვენ ცხელს – უმე­ტე­სად ახალ­გა­მომ­ცხვარ მჭად­თან ერ­თად. ბო­რა­ნოს აკე­თე­ბენ რო­გორც ქე­და­ში, ასე­ვე შუ­ა­ხევ­სა და ხუ­ლო­ში. ეს კერ­ძი აჭა­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს ნამ­დვი­ლი სი­ა­მა­ყეა.

  • ფხალ­ლო­ბიო

ამ კერ­ძის სა­ხელ­წო­დე­ბა მის ინ­გრე­დი­ენ­ტებ­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს. ცალ-ცალ­კე ხარ­შა­ვენ ფხალ­სა და ლო­ბი­ოს მარ­ცვლებს, მერე ერ­თმა­ნეთს ურე­ვენ, ნა­ყა­ვენ ნი­გოზს, ნი­ორს, გე­მოვ­ნე­ბი­სა­მებრ ამა­ტე­ბენ წი­წა­კას, მა­რილს და კერ­ძიც მზა­დაა. ფხალ­ლო­ბი­ო­საც, ბო­რა­ნოს მსგავ­სად, ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ცხე­ლი მჭა­დი.

  • აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი

აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი აჭა­რის სამ­ზა­რე­უ­ლოს ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი კერ­ძია. ცომ­გა­მოც­ლი­ლი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ყვე­ლით, კვერ­ცხი­თა და უკ­ვერ­ცხოდ, ფუმ­ფუ­ლა ან ხრა­შუ­ნა ცო­მით – ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად ამ­ზა­დებს აჭა­რულ ხა­ჭა­პურს.

რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ზღვის­პი­რა რე­გი­ო­ნის კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სიმ­ბო­ლო, თუ არა ნა­ვის ფორ­მის აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი? რთუ­ლად იპო­ვით ადა­მი­ანს, ვინც აჭა­რა­ში ჩა­მო­დის და აქა­უ­რო­ბას აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რის და­გე­მოვ­ნე­ბის გა­რე­შე ტო­ვებს. ოჯა­ხებ­სა და კაფე-ბა­რებ­ში, სა­ხელ­და­ხე­ლო ბის­ტრო­ებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში – აჭა­რა­ში აჭა­რულ ხა­ჭა­პურს თით­ქმის ყველ­გან და­ა­გე­მოვ­ნებთ.

  • აჩმა

ყვე­ლის, კა­რა­ქი­სა და ხორ­ბლის ფქვი­ლის კი­დევ ერთი კომ­ბი­ნა­ცია აჭა­რულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით აჩმა – ხა­ჭა­პუ­რია, ოღონდ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. თხლად გაბრტყე­ლე­ბულ ცომს ხარ­შა­ვენ და ფე­ნე­ბად ალა­გე­ბენ, ხოლო ფე­ნებს შო­რის ყვე­ლი და კა­რა­ქია. აჩმა ჰა­ერ­ღუ­მელ­ში იბ­რა­წე­ბა და რა გა­მო­დის ამ ყვე­ლაფ­რის­გან, გად­მო­სა­ცე­მად ძა­ლი­ან რთუ­ლია, უბ­რა­ლოდ უნდა და­ა­გე­მოვ­ნოთ.

  • სი­ნო­რი

სი­ნო­რი მა­ღალმთი­ა­ნი აჭა­რის კერ­ძია. მზად­დე­ბა ცო­მის თხე­ლი, შემ­წვა­რი ფირ­ფი­ტე­ბის­გან, რა­საც ადრე შინ აკე­თებ­დნენ, თუმ­ცა ახლა ასე­თი ფირ­ფი­ტე­ბი უკვე მზა სა­ხით იყი­დე­ბა მა­ღა­ზი­ებ­ში. უსა­ფუ­ა­რო ცო­მის შემ­წვარ ფირ­ფი­ტებს ადუ­ღე­ბულ წყალს ავ­ლე­ბენ, ამა­ტე­ბენ მომ­წვარ კა­რაქ­სა და ნა­დუღს, გე­მოვ­ნე­ბი­სა­მებრ მა­რილ­სა და ნი­ორს, რაც ამ კერძს ძა­ლი­ან უხ­დე­ბა. სი­ნო­რის და­გე­მოვ­ნე­ბა აჭა­რა­ში ყველ­გან შე­გიძ­ლი­ათ, ამ კერძს სა­უზ­მე­ზეც ამ­ზა­დე­ბენ, სა­დილ­ზე და ვახ­შამ­ზეც.

  • ყუ­რუ­თი

ეს რძე­ში გა­და­ზე­ლი­ლი ნა­დუ­ღია, რო­მელ­საც და­მუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ წაგ­რძე­ლე­ბულ ფორ­მას აძ­ლე­ვენ, ხის ყა­ვარ­ზე აშ­რო­ბენ, ახ­მო­ბენ და ლუდ­თან ან ჩა­ის­თან მი­ირ­თმე­ვენ. ყუ­რუ­თი ერ­თგვა­რი თავ­შე­საქ­ცე­ვი სა­სუსნა­ვია, შე­მოდ­გო­მი­სა და ზამ­თრის სუს­ხი­ა­ნი დღე­ე­ბის­თვის ზედ­გა­მოჭ­რი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით გემ­რი­ე­ლი ია­ლა­ღებ­ში – მემ­თე­ურ­თა სოფ­ლებ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყუ­რუ­თია, სა­დაც რძის პრო­დუქ­ტებს სულ სხვა­ნა­ი­რი გემო აქვს.

  • ბაქ­ლა­ვა

აჭა­რის სამ­ზა­რე­უ­ლოს მთა­ვა­რი კერ­ძე­ბის სია აუ­ცი­ლებ­ლად დე­სერ­ტით უნდა დას­რულ­დეს. ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და გემ­რი­ე­ლი დე­სერ­ტი კი აჭა­რა­ში ბაქ­ლა­ვაა. თაფ­ლის, ნიგვზი­სა და ხრა­შუ­ნა ფე­ნე­ბის კომ­ბი­ნა­ცია იდე­ა­ლუ­რია ჩა­ი­სა და ყა­ვის თან­ხლე­ბით. რო­გორც აჭა­რა­ში ამ­ბო­ბენ, სა­უ­კე­თე­სო ბაქ­ლა­ვა მირ­თმე­ვი­სას უნდა დნე­ბო­დეს.

აჭა­რულ სუფ­რას ხში­რად სწო­რედ ყავა და ბაქ­ლა­ვა ას­რუ­ლებს. ამ დე­სერ­ტის მომ­ზა­დე­ბას დიდი ძა­ლის­ხმე­ვა და ოს­ტა­ტო­ბა სჭირ­დე­ბა. თუ აჭა­რა­ში დი­ა­სახ­ლისს ბაქ­ლა­ვის მომ­ზა­დე­ბა კარ­გად გა­მოს­დის, ეს მის დიდ კუ­ლი­ნა­რი­ულ შე­საძ­ლებ­ლო­ბად მი­იჩ­ნე­ვა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked