2019 წელს მესტიისა და უშგულის კოშკების რეაბილიტაცია იგეგმება | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

2019 წელს მესტიისა და უშგულის კოშკების რეაბილიტაცია იგეგმება

2019 წელს მესტიისა და უშგულის კოშკების რეაბილიტაცია იგეგმება
Business News Tourist News

2019 წელს დაგეგმილია მესტიის ლაღამის უბანში კოშკების, მაჩუბებისა და გზის რეაბილიტაცია, ასევე, უშგულის 4 სოფელში კოშკების რეაბილიტაცია, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერეციაზე.

მისივე თქმით, დასრულების ფაზაშია უშგულის 4 თემის გენერალური განვითარების გეგმა. „გვინდა არსებული კოშკების აღდგენა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამ ეტაპზე იქ მოსაგვარებელია წყალმომარაგებისა და წყალარინების პრობლემა, ინტერნეტიზაციაც. ეს აუცილებელია როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ისე ბიზნესის განვითარებისთვის“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს 160-მდე კოშკი და მაჩუბი.

2017 წლის ივნისში, უშგულის თემის სოფელ ჩვიბიანში XI-XII საუკუნეში აგებული კოშკი მთლიანად ჩამოინგრა. კოშკს ბზარები ჰქონდა გაჩენილი და დიდი ხნის განმავლობაში გამაგრებას საჭიროებდა.

სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს დაგეგმილია ონის მუზეუმის მშენებლობაც. მინისტრის თქმით, ონსაც ექნება დამატებითი მიზიდულობის ცენტრი, პილიგრიმული ტურიზმის გარდა: „მოგეხსენებათ, რომ ონში არის სინაგოგა, რაც ძალიან საინტერესოა ჩვენი ებრაელი ტურისტებისთვის. რაჭაში სხვა სახის მარშრუტების განვითარებაც შესაძლებელია. ონის მუზეუმი უშუალოდ ონის მხარეთმცოდნეობისა და არქეოლოგიური მუზეუმის როლს შეასრულებს და მიიზიდავს მეტ ადამიანს, მათ შორის მკვლევარებს, რომლებიც საქართველოში ჩვენი კულტურის უკეთ გასაცნობად ჩამოდიან“.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked