2018 წელს უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი 3 მლრდ დოლარს შეადგენს | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

2018 წელს უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი 3 მლრდ დოლარს შეადგენს

2018 წელს უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი 3 მლრდ დოლარს შეადგენს
Tourist News

2018 წელს საქართველოში 8,679,544 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით,2017 წელთან შედარებით ზრდა 9.8%-ს შეადგენს. ამასთან, 2018 წელს ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4,756,820 შეადგინა, რაც 687,466-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე (ზრდა 16.9%)

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებშია აღნიშნული, 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდა. უფრო კონკრეტულად, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ ესტონეთი (+80%),სლოვაკეთი (+62%), რუმინეთი (+59%), ნიდერლანდები (+56%), გერმანია (+50%), ლატვია (+50%), ჩეხეთი (+44%), პოლონეთი (+37%), საფრანგეთი (+36%), გაერთიანებული სამეფო (+31%) (იტალია +30%) და სხვა.

ამასთან, განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა (+112%), ჩინეთი (+75%), ბელარუსი (+43%), ისრაელი (36%), ქუვეითი (+34%), ყაზახეთი (+25%) და აშშ (+25%).

„წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარი-ნოემბრის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 3 მილიარდ დოლარს (ზრდა +19.3%), რაც 485 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2018 წლის I-III კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2,571 მილიონ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 437 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7მილიარდ (2,704,339,872) დოლარს (ზრდა +28.1%), რაც 594 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-III კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +19%-ია. 2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%“ -ნათქვამია სტატისტიკურ მონაცემებში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, 2018 წელს საქართველო მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციების და გამოცემების საუკეთესო რეიტინგებში უსაფრთხო და ტურისტულად მიმზიდველ სახელმწიფოდ დასახელდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked