2018 წელს საქართველოს ექსპორტი 23 პროცენტით გაიზარდა | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

2018 წელს საქართველოს ექსპორტი 23 პროცენტით გაიზარდა

2018 წელს საქართველოს ექსპორტი 23 პროცენტით გაიზარდა
Political News

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს საქართველოს საქონლის ექსპორტი 23%-ით (627 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 15%-ით (1809 მლნ დოლარით) გაიზარდა. სავაჭრო ბრუნვამ 12.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2018 წელს 3.4 მილიარდი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც რეკორდული მაჩვენბელია. 2014-2016 წლებში საქართველოს ექსპორტი მცირდებობა, ხოლო 2017 წლიდან ზრდა დაიწყო. 2018 წელს იმპორტმა 9.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

2018 წელს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 556 მლნ დოლარით მეტია.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 21 იანვარს გამოქვეყნდება.

გრაფიკი: საქართველოს ექსპორტი, მლნ დოლარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked