20 წლის თემურ კახეთელიძე – ერთადერთი სტუდენტი ვეტერინარი ონიდან | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

20 Timur Kakhetelidze – The only student veterinarians Oni

<span lang =20 წლის თემურ კახეთელიძე – ერთადერთი სტუდენტი ვეტერინარი ონიდან" />
Business News Science News

20 წლის თემურ კახეთელიძე ერთადერთი სტუდენტია ონიდან, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცხოველეობაზე სწავლობს. თემური ჯერ მესამე კურსის სტუდენტია და უკვე მუშაობს ქართულ-შვეიცარიული კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველოს“ ფერმაში ვეტერინარის თანაშემწედ.

ვეტერინარია მისი არჩევანი ბავშვობიდანაა. ცხოველები და მათი მოვლა ბაბუამ შეაყვარა, რომელიც რაიონის მთავარი ვეტექიმი იყო. სკოლის დამთავრებამდე დარწმუნდა, რომ ვეტერინარია მოთხოვნადი პროფესიაა და დასაქმება არ გაუჭირდებოდა:

„რაჭაში ახალგაზრდა ვეტერინარს საერთოდ ვერ ნახავთ. მე ვინც ვიცი, სულ ორი ვეტექიმია. One 60 in, მეორე კი 50-ს ზემოთაა.

ჩვენს სოფლებში მესაქონლეობა რომ აღარ ვითარდება და რაჭა იცლება, ერთ-ერთი მიზეზი ვეტერინარების არყოფნაცაა. პირუტყვი ავად რომ გახდება, არ იციან ვის დაურეკონ, ვერ მკურნალობენ. ამიტომაც ეხოცებათ. ერთ წელს რომ მოუკვდება, შემდეგ წელს აღარ უღირს იმას“.

საქართველოში ვეტერინარების დეფიციტია. სურსათის National სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში ვეტერინარის Average Age 60 years, ახალგაზრდებში Yes this პროფესია popular no is.

სააგენტოს უფროსის მოადგილის დემნა ხელაიას თქმით, აგრარული უნივერსიტეტი წლის განმავლობაში მხოლოდ 10-12 ვეტერინარს უშვებს, არადა ქვეყნის მასშტაბით 600-მდე ვეტერინარი გვჭირდება: „ახალკურსდამთავრებულთაგან უმეტესობა ვეტერინარულ კლინიკებში იწყებს მუშაობას, ძირითადადთბილისში. last 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში ვეტერინარების კატასტროფულად მცირე რაოდენობისმომზადება ხდება“.

უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, თემურ კახეთელიძე თბილისიდან რაჭაში დაბრუნებას აპირებს: „პრინციპში, თავისუფალი დრო როცა მაქვს, არდადეგებზე, ისედაც ონში ვარ და პრაქტიკას „ბლაუენშტაინ საქართველოს“ მეცხოველეობის კომპლექსში გავდივარ. აქ ცხოველის მოვლას, კვებას, ხელოვნურ განაყოფიერებას, ჯიშების გამოყვანას ვსწავლობ. ჩემთვის და რეგიონისთვისაც ეს სამომავლოდ ძალიან კარგია. ჯიშების გაუმჯობესების გარეშე მეცხოველეობა ვერ განვითარდება“.

ზამთარში ონში მისი თანატოლები თითქმის აღარ არიან, მაგრამ მაინც ოპტიმისტური განწყობა აქვს. ფიქრობს, რომ ახალგაზრდები რაჭაში დაბრუნდებიან„მესაქონლეობა თუ განვითარდა, ახალი საწარმოები თუ გაიხსნა, შეიძლება წელს და მომავალ წელს არა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, რაღაც შეიცვლება და დაბრუნდებიან აუცილებლად“.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked