15 ყველაზე ლამაზი ქუჩა მსოფლიოში | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

15 ყველაზე ლამაზი ქუჩა მსოფლიოში

15 ყველაზე ლამაზი ქუჩა მსოფლიოში
Business News Tourist News

ხშირად, ქუჩები, ისეთ შთამბეჭდავ და ამაღელვებელ ისტორიებს ინახავენ, შესაძლოა ცოცხალ მუზეუმადაც კი მოვნათლოთ. დახვეწილი არქიტექტურა, გემოვნებით მოწყობილი აივნებიანი სახლები, ღია კაფეები, ვიტრინებს მომდგარი ელეგანტურ ტანისამოსში გამოწყობილი „მანეკენები“, თეთრად შეღებილი მიმები, თანამედროვეობისა და სიძველის კომპოზიციური შერწყმა-აი რა მოსწონთ ქუჩებში სეირნობისას.

 

ამერიკულმა ბიზნეს-ანალიტიკურმა გამოცემა „businessinsider“-მა მსოფლიოს ქალაქების 30 შთამბეჭდავი, განსხვავებული და უნიკალური ქუჩა გამოკვეთა. მოდი, ვნახოთ, როგორ გამოიყურება სტატიის ტოპ 15 მიმზიდველი ქუჩა:

 

1.მაროკო, მარაკეჩი- „შეფერილი“ ქალაქის ყველაზე ფერადი და გამორჩეული ქუჩაა „მედინა“, სადაც კედლები შუა საუკუნეებისაა, რომელიც გადავსებულია ტურისტული სუვენირებით, სურნელოვანი საკვებით, სუნელებით. მედინაზე ყოველ ნაბიჯზე სტუმართმოყვარე და მეგობრულ ადამიანებს შეხვდებით.

 

2.კუბა,ჰავანა- პასტელურ ფერებში შეღებილი სახლები, ფერადი ვინტაჟური მანქანები და გაცვეთილი ქუჩები ურთიერთგამომრიცხავ ელემენტებს შეიცავს, რომელიც ჰარმონიულ ლანდშაფტს ქმნის.

 

3.ტაივანი, ტაიბეი-ჯიუფენი პატარა მთაგორიანი სოფელია, რომელიც ტაივანის ქალაქ ტაიბეის რაიონში მდებარეობს. იგი ცნობილია რიყის ქვისგან მოპირკეთებული გზებით, განსაცვიფრებელი ოკეანის ხედებით და ქუჩის განათებებით.

 

4. საბერძნეთი, სანტორინი ცისფერგუმბათოვანი ეკლესიები, თეთრად შეღებილი კედლები, პრიზმატული გზები და კაშკაშა ოკეანის ხედები სანტორინისთვისაა დამახასიათებელი. სანტორინი რომანტიკული ქალაქია.

 

5.კოლუმბია, კარტახენა- დაივიწყეთ პარიზი-კარტახენა არის ქალაქი, სადაც სიყვარული და რომანები ჩაკეტილი კაფსულიდან გამოდის. ქალაქის ქუჩები კოლუმბიისათვის დამახასიათებელი ფერადი ექსტერიერით და ტემპერამენტიანი მოსახლეობით გამოირჩევა.

 

6.იაპონია, კიოტო- იაპონიის ძველი დედაქალაქი, რომელისთვისაც დამახასიათებელია აყვავებული ბაღები, ისტორიული ტაძრები და სალოცავები.

 

7.თურქეთი, ალაჩათი- შეღებილი სახლები და ქუჩები ალაჩათს დამალულ საგანძურად წარმოაჩენს. სამხატვრო გალერეები და ბუტიკები, მთელი თავისი ვიწრო და სასიამოვნო გზებით, ლურჯ-მწვანედ შეღებილი სახლები ქალაქს შთაბმეჭდავ იერს აძლევს.

 

8.იტალია, უმბრია- ხშირად იტალიის მწვანე გულსაც უწოდებენ. მისი მდებარეობა უნიკალურია, რადგან რეგიონში ერთადერთია, რომელსაც არც სანაპირო არ აქვს და ასევე არც ერთ ქვეყანას არ ესაზღვრება. ადვილად მიხვალ, როგორც რომიდან, ასევე ფლორენციიდანაც. შუა საუკუნეების ქუჩები, ხშირი ფირუზისფერი ტყეები და უნიკალური ღვინო უმბრიას სავიზიტო ბარათია.

 

9.ცენტრალური ამერიკა, ბელიზი-მიუხედავად, რომ ქალაქი კრიმინალის მაღალი დონით გამოირჩევა, მისი ქუჩები კოლონიური სახლებითა და დახვეული გზებით ძალიან შთამბეჭდავია.

 

10.ჩინეთი. სუჩოუ- უაღრესად რომანტიული ქალაქი, რომელიც აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ისტორიული შენობები თანამედროვე შენობებმა ჩაანაცვლა, ის მაინც ინარჩუნებს სილამაზეს თავისი ჰარმონიული პავილიონებით, ბაღებითა და წყლის არხებით.

 

11. პარიზი, საფრანგეთი-ულამაზეს პარიზში ყველაზე გამორჩეული ადგილი მარტის მთაა, სადაც თქვენ ნახავთ მოკირწყლულ ქუჩებს, ცოცხალ მოედნებს და ფერადზოლიან სარდაფებს. გარდა ამისა, აქედან შესანიშნავი ხედი იშლება.

 

12. ესპანეთი, ბარსელონა- თუ სხვა ქალაქებში ხელოვნების სანახავად მუზეუმებში სიარულია საჭირო, ბარსელონას ელეგანტური ქუჩები თავად გაზიარებენ ხელოვნებას და კულტურას.

 

13. ინდოეთი, ჯაისალმერი- მეტსახელად „ოქროს ქალაქი“. ის ცნობილია წვითელი ქვის შენობებით და სავაჭრო ფერადი ქუჩებით.

 

14.ბრაზილია, ბაია-ქალაქი ბაიას ქუჩები აფრიკისა და პორტუგალიის გავლენის ნაზავია. ამ ქალაქში მოხვედრა ნამდვილი დღესასწაულია, რადგან ძვირფასი ქვისგან აშენებული შენობები და მოოქროვილი ქვებისგან გაკეთებული ბილიკები ქალაქისთვის ჩვეული მოვლენაა.

 

15.ტაილანდი, ბანგკოკი- ბანგკოკს მღელვარე და დინამიკური ქალაქის სტატუსი აქვს, მისი ქუჩებიც დამახასიათებელი ღამის თავბრუდამხვევი ცხოვრების რიტმით ხასიათდება. ხეივნით და ღამის სანათებით მოწყობილი ქუჩა მუდმივად სავსეა როგორც ადგილობრივებით, ასევე ტურისტებითაც.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked