ნიკოს და მისნაირებს ყოფას ვუმსუბუქებდით…

არდოტიდან ჩეჩნეთის საზღვრამდე რამდენჯერმე ვარ ასული, მაგრამ შენ ვის დაკარგვიხარ, სულელო ჩემო თავო? რა გიკეთებია? როგორ “რომანტიკულად” ვწერდი ამ მხარის შესახებ, არადა, სინამდვილეში ბოლო ხმაზე უნდა მეყვირა.

ეი, თქვენ, ვიღაცეებო, სამშობლოს სახელით მოლაპარაკე ცრუპენტელებო, პოლიტიკით გაბრუებულებო, ფულის შოვნით დაბრმავებულებო, აი, თქვენი სამშობლო და თქვენი ხალხი! ნიკო და მისნაირები ის ადამიანები არიან, კარგად რომ იციან საზღვრისა და მიწის ნამდვილი ფასი! იქნებ, მისგან გესწავლათ, იქნებ…. ამ მხარის პრობლემების მოგვარებას 120 ათასი ლარი დასჭირდებოდა, მაგრამ ვიდრე ერთმანეთის ლოგინს ათვალიერებთ, ქვეყნის ძარცვას ბიზნესს არქმევთ და მთელი პოლიტიკა აქამდე დაგყავთ, ჩვენ კიდევ ერთი სოფელი ხალხისგან გვეცლება და კიდევ მეტ ტერიტორიას ვკარგავთ.
fb