ცხოვრების საზრისის ძიებაში – იკიგაი | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

essence of life in search of – ikigai

<span lang =ცხოვრების საზრისის ძიებაში – იკიგაი" />
Business News

ამომავალი მზის ქვეყანაში ყვავილს წარმოსახვისა და სილამაზის სიმბოლოდ თვლიან. reckon, რომ მაშინაც კი თუ ხილული რეალობა მოლოდინთან შეუსაბამოა, არსებობს ცხოვრების დიდი სურათი ყოველი ჩვენგანის წარმოსახვაში, რომლის დასრულებისთვისაც საკუთარი თავის შეცნობას და იკიგაის აღმოჩენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ikigai – იაპონური სიტყვაა და ნიშნავს “მიზეზს ცხოვრებისთვის”. ავტორმა დენ ბიუტნერმა, ხანგრძლივ კვლევაზე დაყრდნობით, თავის ნაშრომში “The Blue Zones: Lessons for Living Longer from the People Who’ve Lived the Longest” მსოფლიოს ხუთი ძირითადი რეგიონი აღწერა, სადაც სიცოცხლისუნარიანობის განსაკუთრებულად მაღალი კოეფიციენტი აღინიშნება. რეგიონებში იაპონიის ერთ-ერთი შორეული კუნძული ოკინავაც მოხვდა. კუნძულზე ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 92 years, ხოლო მამაკაცების – 88. ოკინავას მოსახლეობა ძირითადად ზღვის პროდუქტებით, ბოსტნეულით და ხილით იკვებება, აქტიურად მისდევენ ტაი ჩის გამაჯანსაღებელი ვარჯიშების პრაქტიკას, მაგრამ მათთვის განსაკუთრებით ნიშანდობლივი ცხოვრების უნიკალური კონცეფციაა – ikigai.

კონცეფციის მიხედვით, იკიგაის განსაზღვრა საკუთარი თავისთვის მარტივი შეკითხვების დასმით იწყება: რა წარმოადგენს გაღვიძებისას ჩემს უმთავრეს მოტივაციას? რა არის ჩემი ცხოვრების საზრისი? იკიგაის ფილოსოფიის მიხედვით საკუთარი თავის შეცნობა მნიშვნელოვანია საყვარელი საქმიანობის, სიხარულის მიმნიჭებელი ჰობის განსაზღვრისთვის და გვეხმარება სრულყოფილი და ბალანსირებული ცხოვრების მიღწევაში. იკიგაი ინდივიდუალურია და შეიძლება მოიცავდეს როგორც ერთგული მეგობრობის უნარს, ისე კულინარიულ შესაძლებლობებს, ადამიანების დახმარების სურვილს, ხატვის ნიჭს და ა.შ.

იაპონურ კულტურაში იკიგაის მიღწევა საქმიანობის ოთხი ასპექტის გადაკვეთის შედეგად მიიღწევა: საქმისადმი სიყვარული (რამდენად გვიყვარს ჩვენი საქმიანობა), პროფესიონალიზმი (რამდენად კარგად გამოგვდის ჩვენი საქმე), შემოსავლის წყარო (რამდენად კმაყოფილი ვართ შემოსავლით), სამყაროსთვის შექმნილი ფასეულობა (რამდენად ღირებულ საქმეს ვაკეთებთ სამყაროსთვის/საზოგადოებისთვის).

“იკიგაი ყოველდღიურ წვრილმანებში უნდა ვეძებოთ, მცირედით დავიწყოთ, ვიცხოვროთ აწმყოში”წერს წიგნის The Little Book of Ikigai: The Essential Japanese Way to Finding Your Purpose in Life ავტორი, კენ მოგი. In his opinion, გარემოებებს ვერ დავაბრალებთ იკიგაის არარსებობას, რადგან ის ყოველ ჩვენგანშია. ყველას შეგვიძლია ვიგრძნოთ კმაყოფილება მცირედის მიღწევით, რაც ეტაპობრივად უფრო დიდ მიზნამდეც მიგვიყვანს. მეცნიერი საკუთარი ცხოვრების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი იკიგაი დილაობით რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლაა, ისევე როგორც განსხვავებული კულტურის, ეროვნების, პროფესიის ახალ ადამიანებთან ურთიერთობა, ენობრივი ბარიერის გადალახვა.

იკიგაის ფილოსოფია მსოფლიოში ტენდენციური “ეგზისტენციალური კრიზისის” (Existential Crises) პრობლემასაც პასუხობსადამიანების მიერ საქმიანობისას საკუთარი მნიშვნელობის გაუთვიცნობიერებლობას საბოლოო ჯამში მოტივაციის მნიშვნელოვან დაქვეითებამდე მივყავართ. ფილოსოფიის მიხედვით, შრომითი პროცესის შედეგად კმაყოფილების მიღწევას დიდწილად განსაზღვრავს სწორედ ის ფასეულობა, რასაც ადამიანები საზოგადოებისთვის ქმნიან.

country, რომელიც იკიგაის ფილოსოფიით მსოფლიოსთვის ინსპირაციას წარმოადგენს, თავადაც ებრძვის არაერთ მნიშვნელოვან პრობლემას. იაპონიისთვის განსაკუთრებით აქტუალური ზეგანაკვეთური შრომის საკითხიამოსახლეობის თითქმის მეოთხედის ყოველთვიური ზეგანაკვეთური შრომა 80 საათს აჭარბებსკაროშის ფენომენს (მუშაობისგან გარდაცვალება) 2,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ეწირება წელიწადში. აღნიშნული ფენომენი იაპონიაში პირველად მეოცე საკუნის სამოციან წლებში დაფიქსირდა, თუმცა თუ მაშინ დასაქმებულებში სტაბილურობის განცდა გაცილებით მეტი იყო, დღესდღეობით სტრესის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი არასტაბილური სამუშაო გარემოცაა. სახელმწიფო აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად სხვადასხვა გზას მიმართავს, მათ შორის “პრემიუმ პარასკევის” დაწესებას (მოკლე სამუშაო დღე), ოფისებში ელექტროენერგიის გამორთვას 19:00 საათზე და ა.შ.

წარმატების მიღწევაზე მუდმივი კონცენტრირება, ბევრი მიზნის ერთროულად დასახვა სტრესის განმაპირობებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია და მომავლის ერთგვარ შიშს აყალიბებს, ცნობილი იაპონელი ავტორის კენ მოგის აზრით. იკიგაი კი გვეხმარება დავიწყოთ მარტივად ხელმისაწვდომი საქმიანობიდან, ვიგრძნოთ სიხარული და სარგებლობა ყოველდღიურობით, შემდეგ კი გადავიდეთ უფრო მნიშვნელოვან მიზნებზე.

კუნძულ ოკინავაზე მიაჩნიათ, რომ თუ იკიგაის აღმოაჩენ, პენსიაზე გასვლა “არ გემუქრება”, რადგან ცხოვრების ბოლომდე შეგიძლია მისდიო მას.

იკიგაის მისაღწევად არანაკლებ მნიშვნელოვანი ჯანსაღი კვება და ერთმანეთთან კომუნიკაციაა. Hara Hachi Buმიირთვი სადილის 80%, უძველესი პრაქტიკაა კუნძულ ოკინავას მოსახლეობისთვის, Which 3,000 მაცხოვრებელიც 100 წელს აჭარბებს. საერთო ინტერესებსა და ჰობის ე.წ. Moai-ის გაერთიანებაში გაწევრიანებული ადამიანები სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი თუ გასართობი ღონისძიებებით უზიარებენ ერთმანეთს.

წიგნის Ikigai: The Japanese Secret to a Long and Happy Life ავტორები იკიგაის პოვნის გზებს შემდეგ მოკლე რჩევებად აყალიბებენ: იყავი აქტიური, შეეცადე აირიდო შფოთის განცდა ყოველდღიურობაში, იკვებე ზომიერად და მიირთვი ულუფის 2/3, ივარჯიშე ყოველდღიურად, გაიღიმე და იყავი მადლიერი, დაუახლოვდი ბუნებას, იცხოვრე აწმყოში, იცხოვრე ცნობისმოყვარეობით. ავტორების ხედვით თანამედროვე ცხოვრებაში წარმატების განმსაზღვრელი საყოველთაოდ აღიარებული სტერეოტიპები (ძალაუფლება, მატერიალური მხარე, პოპულარობა და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში გვაშორებს ჩვენს შინაგან ხმას, გვაუცხოებს საკუთარ ბუნებასთან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვენდოთ საკუთარ ინტუიციას, აღმოვაჩინოთ უნიკალური ნიჭი და საყვარელ საქმიანობად ვაქციოთ ცხოვრების ბოლომდე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked