Georgian girl, TSU graduate Sophie Shinjikashvili Prague, Microsoft- Europe's biggest development center in the works. Tbilisi State University web-page of the, 48 to employees of the different countries of the employee Sopho only Georgian. He TSU Exact and Natural Sciences Informatics French-Georgian graduated from undergraduate program.
Georgian language in the future to take part in automatic translation system. with, კადრებად წარმოიდგენს, როგორ აკეთებს ავტომატური მთარგმნელის პრეზენტაციას სოხუმში, Vekua International Conference.
„პროფესიის არჩევა მისტიკურად მოხდა“, – Sophie recalls, – "To the other side, საერთაშორისო ურთიერთობებზე
ვაპირებდი ჩაბარებას. ამ იდეით დავიწყე აბიტურიენტობაც. სასულიერო გიმნაზია დავამთავრე, სადაც მათემატიკის შესანიშნავი მასწავლებლები მყავდა. გადამწყვეტი როლი მათ შორის ერთ-ერთმა ითამაშა, რომელმაც აბიტურიენტობისას სულ სხვა თვალით დამანახა ის შესაძლებლობები, რასაც მათემატიკა გაძლევს და უკვე წლის ბოლოს ნელ-ნელა მივხვდი, რომ ჰუმანიტარობას ვერ შევძლებდი. მალევე, არჩევანი იმ დარგზე შევაჩერე, სადაც მათემატიკა ერწყმის კრეატივს და გაძლევს უდიდეს შესაძლებლობებს, არ გაქცევს ჩარჩოებში და არ აქვს “დრესკოდი“, – ამბობს სოფო.
Microsoft-მდე, როგორც იხსენებს, რთული გზა გაიარა. კონკურენცია, გათენებული ღამეები, შფოთვა – ასე იხსენებს სწავლის პერიოდს.
მისი აზრით, ინფორმატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები ისეთი დარგია, რომელსაც შემოქმედებით საქმიანობად უნდა აღიქვამდე და არა მხოლოდ კარგი შემოსავლის წყაროდ.
"Trying to evade and total self-comfort zones. to set up a working environment, where every day is a challenge, where at any time can be a big problem across the tired and then find ways to solve the. Here you will find the, there shall be "a moment of happiness", – ამბობს სოფო.
Sophie is one of the "moment of happiness" Microsoft- company's offer to work with.
Everything started when, რომ სოფო და თავისი მეგობრები თავისუფალ დროს სხვადასხვა ამოცანის ამოხსნაზე მეცადინეობდნენ. პარალელურად, რამდენიმე უცხოურ კომპანიაში განაცხადების გაკეთებაც დაიწყეს. ჰქონდათ გასაუბრებები. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, Microsoft-ის შემოთავაზებით დამთავრდა და ახალი ეტაპიც დაიწყო:
„ელექტრონული წერილი რომ მივიღე, რითაც საბოლოო გადაწყვეტილებას მატყობინებდნენ, კითხვა არ დამიწყია, უბრალოდ თვალით ვეძებდი სიტყვებს “გილოცავთ” ან “სამწუხაროდ”. “გილოცავთ” ვიპოვე. მეტი არც არაფერი წამიკითხავს იმ ეტაპზე.
Microsoft-ში შერჩევის პროცესში შედიოდა რამდენიმე გასაუბრება ინტერნეტით, ბოლო სამი კი – ოფისში, პრაღაში. ეს ძალიან შთამბეჭდავი დღე იყო ჩემთვის. მახსოვს, რამდენიმე დღით ადრე, ღამით, უკვე ვეღარ ვიძინებდი, როგორც კი ჩამეძინებოდა, მესიზმრებოდა რომელიმე ალგორითმი, რაც ჯერ არ მქონდა გარჩეული და მეღვიძებოდა, რომ დრო არ დამეკარგა. ყველა გასაუბრება უზომოდ საინტერესო იყო, სავსე ტექნიკური კითხვებითა და დავალებებით. თუმცა, მათთან ერთად იყო ისეთი კითხვებიც, რომლებსაც სწორი პასუხი არ აქვს, რომლებიც უბრალოდ გეკითხება შენს აზრს ამა თუ იმ კონცეფციასთან დაკავშირებით. ალბათ ამითაცაა Microsoft -ი გამორჩეული, რომ თითოეული თანამშრომელის აზრს აფასებს და ინდივიდუალურად ეპყრობა მათ.
მარტივი არ იყო, დიდი ენერგია და ემოცია დავხარჯე, მაგრამ რადგან მე შევძელი, სხვაც შეძლებს. აქ ორმოცამდე განსხვავებული ეროვნების ადამიანი მუშაობს და ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო პირველი ქართველი მათ რიგებში. პრაღაში ჩემს ქმართან ერთად გადმოვედი საცხოვრებლად, ისიც ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს. ეს ქალაქი ძალიან მოგვწონს თავის დიდი კულტურული ჩარჩოებითა და უნიკალური დეტალებით. ვცდილობთ ენის სწავლასა და ადგილობრივი ცხოვრების რიტმში ჩაჯდომას,“ – ამბობს სოფო.
მისი სამომავლო გეგმები Microsoft -თან ერთად “დიდი საქმეების” კეთებაა.
“მინდა განვვითარდე და ბევრი ვისწავლო, აქ იმდენ ვირტუოზ პროფესიონალთან ერთად მიწევს მუშაობა რომ, ვფიქრობ, იდეალური ადგილია ამისთვის. როცა მომავალზე ვფიქრობ, ცხადად ვხედავ ქართული ენის ავტომატური თარგმნის სისტემას, სადაც დიდი იმედი მაქვს ჩემი წვლილიც იქნება. მინდა ქართული ენა ავტომატურად ითარგმნებოდეს. ვფიქრობ, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უნიკალური ენისთვის. ასევე გეგმას ვერ დავარქმევ, მაგრამ კადრად წარმოვიდგენ ხოლმე ამ ავტომატური მთარგმნელის პრეზენტაციას როგორ ვაკეთებთ სოხუმში, რომელიმე ღონისძიებაზე, ვთქვათ ილია ვეკუას სახელობის საერთაშორისო კონფერენციაზე, ის ხომ აფხაზეთიდან იყო,” – აღნიშნავს შინჯიკაშვილი.
Ambebi.ge