ფერეიდნელი ქართველები და თანამედროვე საქართველო – ქართული ენისა და კულტურის სწავლების პროექტი ფერეიდნელი ქართველებისათვის | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

ფერეიდნელი ქართველები და თანამედროვე საქართველო – ქართული ენისა და კულტურის სწავლების პროექტი ფერეიდნელი ქართველებისათვის

ფერეიდნელი ქართველები და თანამედროვე საქართველო – ქართული ენისა და კულტურის სწავლების პროექტი ფერეიდნელი ქართველებისათვის
Business News Other News

უკვე მე­სა­მე წე­ლია, რაც ქარ­თუ­ლი ენი­სა და კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლი­სა თუ უკეთ გაც­ნო­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფე­რე­იდ­ნე­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ჯგუ­ფე­ბი კომ­პლექტდე­ბა იმ ქარ­თვე­ლე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც მე-17 სა­უ­კუ­ნე­ში შაჰ აბას­მა გა­და­ა­სახ­ლა ირან­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე პი­რო­ბე­ბი­სა, ფე­რე­იდ­ნე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი უკვე რამ­დე­ნი­მე ას­წლე­უ­ლია ცდი­ლო­ბენ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბი და თვითმყო­ფა­დო­ბა. ერ­თთვი­ა­ნი კურ­სის ფარ­გლებ­ში, ფე­რე­იდ­ნე­ლე­ბის ჯგუ­ფე­ბი იღე­ბენ ქარ­თუ­ლი ენის გაკ­ვე­თი­ლებს, ეც­ნო­ბი­ან ქარ­თულ კულ­ტუ­რას, სწავ­ლო­ბენ ქარ­თულ ხალ­ხურ სიმ­ღე­რას, სტუმ­რო­ბენ ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ებს, ხოლო დას­კვნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის კონ­ცერტსაც მარ­თა­ვენ. პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში ზვი­ად ტო­მა­რა­ძე უდ­გას, ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ხელ­მწი­ფოს, კერ­ძოდ კი პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან ფი­ნანსდე­ბო­და.

2018 წელს, ოქ­ტომ­ბე­რი-ნო­ემ­ბრის თვე­ში, უკვე მე­ა­თე ჯგუ­ფის ჩა­მოყ­ვა­ნა მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ამ­ჯე­რად კერ­ძო სექ­ტო­რი­დან, „დრე­საპ ჯგუ­ფის“ და­ფი­ნან­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.

ზვი­ად ტო­მა­რა­ზე – პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი:

„2015 წლის 6 მა­ი­სი­დან 10 მა­ი­სის ჩათ­ვლით, ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ფე­რე­ი­დან­ში, სა­დაც ჩა­ვი­ტა­ნე ქარ­თუ­ლი წიგ­ნე­ბი ფე­რე­იდ­ნე­ლი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის. ამ ვი­ზი­ტის დროს გა­მო­იკ­ვე­თა ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სურ­ვი­ლი და აუ­ცი­ლებ­ლო­ბა ირან­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის­გან. მარ­თა­ლია ფე­რე­იდ­ნელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ქარ­თუ­ლად სა­უ­ბარს ახერ­ხებს, თუმ­ცა მათი ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნა არ არის სრულ­ყო­ფი­ლი და ქარ­თუ­ლად წერა უმ­რავ­ლე­სო­ბას უჭირს. 2016 წლის 15 ივ­ნი­სი­დან 2018 წლის 14 ნო­ემ­ბრამ­დე წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და 10 პრო­ექ­ტი.

პრო­ექ­ტის არ­სე­ბო­ბის ფარ­გლებ­ში, მისი და­ფი­ნან­სე­ბა 2-ჯერ მოხ­და „ბავ­შვთა ახალ­გაზ­რდო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის“ მიერ, შვიდ­ჯერ პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან, მე-10 სა­ი­უ­ბი­ლეო პრო­ექ­ტი კი „დრე­საპ ჯგუფ­მა“ და­ა­ფი­ნან­სა. წლე­ვან­დე­ლი მე­ა­თე ჯგუ­ფი­სათ­ვის ჩა­ტა­რე­ბულ კურ­სის შე­თხვე­ვა­ში, პირ­ვე­ლად და­ფიქ­სირ­და პრე­ცენ­დენ­ტი, რო­დე­საც კურ­სის და­ფი­ნან­სე­ბა მოხ­და კერ­ძო სექ­ტო­რის მხრი­დან, რაც ვფიქ­რობ რომ ნამ­დვი­ლად სა­მა­გა­ლი­თო საქ­ცი­ე­ლია და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სხვა კომ­პა­ნი­ე­ბიც და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან და ჩა­ერ­თვე­ბი­ან ამ სა­ე­რო პრო­ექ­ტში.“

წელს, ნო­ემ­ბრის თვე­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კურ­სი კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რით იყო უნი­კა­ლუ­რი. პრო­ექ­ტის არ­სე­ბო­ბის ფარ­გლებ­ში პირ­ვე­ლად, ჯგუ­ფის წევ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ მი­ე­ღოთ რე­ა­ლუ­რი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან უკე­თე­სი ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სათ­ვის. დღე­ი­სათ­ვის “დრე­საპ ჯგუფ­ში“ შე­მა­ვალ ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში – „ჯინს გა­ლე­რი“, ოთხი ფე­რე­იდ­ნე­ლი ქარ­თვე­ლი გა­დის სა­მუ­შაო პრაქ­ტი­კას. პრაქ­ტი­კის ფარ­გლებ­ში ფე­რე­იდ­ნე­ლებს უწევთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, რაც მათ კი­დევ უფრო მე­ტად ეხ­მა­რე­ბა ქარ­თუ­ლი სა­სა­უბ­რო ენის დახ­ვე­წა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრაქ­ტი­კის ფარ­გლებ­შიც, „დრე­საპ ჯგუ­ფი“ და­მა­ტე­ბი­თი სტი­პენ­დი­ით უზ­რუნ­ველ­ყოფს ფე­რე­იდ­ნელ ქარ­თვე­ლებს.

„დრე­საპ ჯგუ­ფის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლის დი­რექ­ტო­რი ლელა სამ­ხა­რა­ძე:

„ჩვე­ნი ჯგუ­ფი ყო­ველ­თვის ცდი­ლობს მაქ­სი­მა­ლუ­რად მხა­რი და­უ­ჭი­როს ყვე­ლა­ფერს ქარ­თულს და იმას რაც ჩვენს ის­ტო­რი­ას, წი­ნაპ­რებს, ენას და კულ­ტუ­რას ეხე­ბა.

ქარ­თვე­ლი ფე­რე­იდ­ნე­ლე­ბის სა­კი­თხიც, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­სა და მისი ის­ტო­რი­ი­სათ­ვის, ასე­ვე პი­რა­დად ჩემ­თვი­საც ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე თე­მაა. შე­სა­ბა­მი­სად, გა­დავ­წვი­ტეთ, რომ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ჩვე­ნი წვლი­ლი შეგ­ვე­ტა­ნა. გაგ­ვი­ხარ­დე­ბა, თუ სა­მო­მავ­ლოდ სხვა კომ­პა­ნი­ე­ბიც ჩა­ებ­მე­ბი­ან ამ კე­თილ და ეროვ­ნულ საქ­მე­ში.“

ფე­რე­იდ­ნე­ლე­ბის ნო­ემ­ბრის ვი­ზი­ტი ბოლო პრო­ექ­ტი იყო 2018 წლი­სათ­ვის. ბა­ტო­ნი ზვი­ა­დის, რო­გორც პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის მი­მართ არ­სე­ბობს დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ფე­რე­იდ­ნე­ლე­ბის მხრი­დან. იგი იმედს იტო­ვებს, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა თუ ბიზ­ნეს სექ­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბი­თა და დახ­მა­რე­ბით პრო­ექ­ტი 2019 წელ­საც შედ­გე­ბა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked