უშგული – სვანეთის მარგალიტი | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

უშგული – სვანეთის მარგალიტი

უშგული – სვანეთის მარგალიტი
Business News

უშგული — დასახლება მაღალმთიან სვანეთში. როგორ გამოიყურება ზამთარში უშგული, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან მუდმივად დასახლებულ ადგილად მიიჩნევა.

 

Ushguli - Svaneti pearl 1

უშგული ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზეა. აქ დაახლოებით 70 ოჯახი ცხოვრობს, ფუნქციონირებს სკოლა. წელიწადში ექვსი თვის განმავლობაში უშგული თოვლითაა დაფარული და მესტიისკენ მიმავალი გზა ხშირად იხერგება. უშგულის თემი ოთხი სოფლისგან შედგება — ჟიბიანი, ჩვიბიანი, ჩაჟაში და მურყმელი.

Ushguli - Svaneti pearl2

 

უშგულის არქიტექტურა ისტორიულ ძეგლად მიიჩნევა, დიდწილად სწორედ ამიტომ არის ზემო სვანეთი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული. სოფლებში შემორჩენილია ტრადიციული სვანური კოშკები. სოფელი ჟიბიანის მაღლობზე ასევე შემორჩენილია XI საუკუნეში აგებული ღვთისმშობლის ტაძარი, რომელსაც უშგულში ლამარიას ეკლესიას უწოდებენ.

Read more: https://sputnik-georgia.com/foto/20180223/239421454/ushgili-svanetis-margaliti.html

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked