ტელეკომპანია MTV-ის პარტნიორები აჭარით ინტერესდებიან | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

ტელეკომპანია MTV-ის პარტნიორები აჭარით ინტერესდებიან

ტელეკომპანია MTV-ის პარტნიორები აჭარით ინტერესდებიან
Business News

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ტელეკომპანია MTV-ის ოფიციალური პარტნიორი ბრიტანული კომპანია „Neon Angel”-ის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში გორდონ ედგიმ და რიჩარდ კორამმა, რომელიც MTV-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია, აჭარის ტურისტული, სპორტული და კულტურული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, მოინახულეს „ბლექ სი არენა“ და ბათუმის მშენებარე სტადიონი. აჭარის, მუსიკალურ ჰაბად გადაქცევის პერსპექტივები და ამ მიმართულებით რეგიონის შესაძლებლობები მათ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, „ბლექ სი არენა“-ს და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან, ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრებზე განიხილეს.

“კომპანია „Neon Angel” ეხმარება ცალკეულ ქვეყნებს მსოფლიო მუსიკალურ კალენდარზე დაიმკვიდრონ თავი და შესთავაზონ ტურისტებს მუსიკალური პროექტები, რომლებიც ძირითადად,MTV-თან ურთიერთანამშრომლობით მზადდება. განიხილება აჭარის, კერძოდ, კი ბათუმის მუსიკალურ ჰაბად გადაქცევა, სადაც მსოფლიო დონის მომღერლებისა და დიჯეების ჩამოყვანა, ასევე ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სხვადასხვა სპექტაკლებითა და მიუზიკლებით დატვირთვა იგულისხმება. MTV-ის ოფიციალური პროგრამებიდან სამომავლო გეგმებში განიხილება ფესტივალი “MTV Crashes Georgia”. MTV-ის პარტნიორი კომპანია „Neon Angel”-თან თანამშრომლობაMTV-ის არხის მეშვეობით გულისხმობს საქართველოს, როგორც „აუცილებლად სანახავი ქვეყნის“ პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით, რაც ძალიან დიდ გავლენას იქონიებს რეგიონში ტურისტების მოზიდვასა და სეზონის გახანგძლივებაზე,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინე ძიძიგურმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked