სურსათის ეროვნული სააგენტო უარყოფს ინფორმაციას, რომ თუ ორი-სამი სული რქოსანი პირუტყვი ეყოლება, მეპატრონეს საფასურის გადახდა მოუწევს | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

სურსათის ეროვნული სააგენტო უარყოფს ინფორმაციას, რომ თუ ორი-სამი სული რქოსანი პირუტყვი ეყოლება, მეპატრონეს საფასურის გადახდა მოუწევს

სურსათის ეროვნული სააგენტო უარყოფს ინფორმაციას, რომ თუ ორი-სამი სული რქოსანი პირუტყვი ეყოლება, მეპატრონეს საფასურის გადახდა მოუწევს
Social News

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თუ ორი-სამი სული რქოსანი პირუტყვი ეყოლება, მეპატრონეს საფასურის გადახდა და ფინანსური ვალდებულებები დაეკისრება, სინამდვილეს არ შეესაბამება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია სავალდებულოა იმ ფიზიკური პირებისთვის, ვინც აწარმოებს და ბაზარზე განათავსებს სურსათს.

სააგენტოს ცნობით, ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია უფასოა. აღნიშნული რეგულაცია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება.

რეგულაციის მთავარია მიზანია მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვა სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის გზით.

აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სურსათის მიკვლევადობას და სურსათის წარმოებისას თანამედროვე სტანდარტის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დანერგვასა და დაცვას.

ფერმერებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას და რეკომენდაციებს გაუწევენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked