სკოლის მოსწავლის სარისკო ბიზნესი ზღვის დონიდან 2050 მეტრზე | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

სკოლის მოსწავლის სარისკო ბიზნესი ზღვის დონიდან 2050 მეტრზე

სკოლის მოსწავლის სარისკო ბიზნესი ზღვის დონიდან 2050 მეტრზე
Business News

სახლი, რომლის კარიც მხოლოდ ზაფხულში იხსნებოდა, ერთ კვირაში არტ-კაფედ იქცა და ზღვის დონიდან 2050 მეტრზე დამსვენებლებისა და ადგილობრივების საერთო მასპინძელი გახდა.

ბახმაროში პირველი არტ-კაფე 17 წლის მარიამ ეჯიბიამ გახსნა.

არდადეგების დადგომისას მარიამი დასასვენებლად ყოველთვის ბახმაროში ადის. იქ, მამა-პაპისეულ სახლში, თავს ყველაზე კარგად გრძნობს. წლების განმავლობაში იმ ადგილზე ფიქრობდა, სადაც მთაში სიარულით დაღლილი, მეგობრებთან ერთად გემრიელ საკვებს მიირთმევდა, მუსიკას მოუსმენდა და საღამოს საინტერესოდ გაატარებდა. ასე გაჩნდა არტ-კაფის იდეა.

maryam and art cafe

დედა დაეხმარა და დაახლოებით ერთ კვირაში, ოდა ხელოვნების კერად იქცა. ინტერიერისა და ექსტერიერის გაფორმებაზე, თავად მარიამმა იზრუნა – მეზობლებმა ძველ ალბომებში შემონახული უნიკალური ფოტოები აჩუქეს, ფოტოხელოვანმა გიორგი ისაკაძემ და ფერმწერმა თათია კობრეიძემ კი არტ-კაფეში საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს.

„რატომ დავარქვი არტ-კაფე? იმიტომ, რომ მინდა ხელოვან ადამიანებს საკუთარი შემოქმედების გაზიარების საშუალება ჰქონდეთ. მთის მცხოვრებლებს, ტურისტებს, დამსვენებლებს, ყველას, ვისაც ამის სურვილი ექნება“ – ამბობს მარიამი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked