სახელმწიფო 50 000-200 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

სახელმწიფო 50 000-200 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

სახელმწიფო 50 000-200 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა
Other News

მთავრობის მიერ დაანონსებული საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მიღებული საბანკო კრედიტის მაქსიმუმ 70%-ის გარანტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემა იქნება.

2019 წლის ბიუჯეტში საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის 20 მლნ ლარია გათვალისწინებული.

აღნიშნული სქემა “აწარმოე საქართველოში” სააგენტოს ქვეშ ამოქმედდება, რომელიც განახორციელებს სქემის ადმინისტრირებას/ოპერირებას. სქემა დაფუძნებული იქნება პორტფელის გარანტიებზე და სესხის შეფასება განხორციელდება ბანკის მიერ.

სააგენტოში განმარტავენ, რომ საწარმოთა გამოკითხვაზე დაფუძნებული არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით – მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, ჯერჯერობით, კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. სწორედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებისთვის იქმნება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი.

“საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში გარანტია გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორიცაა – წარმოება, გადამუშავება, ექსპორტზე ორიენტირებულ საქონელი და მომსახურება( მათ შორის BPO), განათლება და სხვა. საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის რეზიდენტი მეწარმე-სუბიექტი, რომლის ბრუნვა არ აღემატება 20 000 000 (ოც მილიონ) ლარს.

აღსანიშნავია რომ, სქემის ფარგლებში გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე, რომელთა მოცულობაც 50 000 ლარიდან 2 000 000 ლარამდე იქნება.

საკრედიტო-საგარანტიო სქემის კონცეფცია ამჟამად დამუშავებისა და შეთანხმების პროცესშია ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან, შესაბამისად შეიძლება მისი კორექტირება მოხდეს”, – აცხადებენ სააგენტოში.

bm.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked