საქართველოს ღირსშესანიშნაობები: ბოდბის მონასტერი | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

საქართველოს ღირსშესანიშნაობები: ბოდბის მონასტერი

საქართველოს ღირსშესანიშნაობები: ბოდბის მონასტერი
Tourist News

კახეთში, ქალაქ სიღნაღიდან ორ კილომეტრში ბოდბის მართლმადიდებლური მონასტერია. ფოტომასალაში იხილავთ კადრებს იმ საოცარი ადგილიდან, სადაც დაკრძალულია წმინდა ნინო.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე წმინდა ნინო ბოდბეში წავიდა, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა და 347 წელს იქვე დაკრძალეს. მირიან მეფის ბრძანებით, წმინდა ნინოს საფლავზე აიგო საქართველოს მფარველი წმინდანის — წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, მის მახლობლად კი მონასტერი.

Bodbe Monastery

დროთა განმავლობაში მონასტერი ქართველი ერის განათლების კულტურულ ცენტრად და ბოდბის ეპარქიის ცენტრად იქცა. თუმცა ბოდბის მონასტერი XV საუკუნეში აყვავდა. კახეთის მმართველები სალოცავს დიდ ყურადღებას აქცევდნენ და ეს ადგილი მათ მეფედ კურთხევის ადგილადაც კი აირჩიეს.

Bodbe Monastery

XVII საუკუნის დასაწყისში მონასტერი სპარსეთის შაჰის აბას I-ის ჯარმა გაძარცვა. სალოცავი კახეთის მეფე თეიმურაზ I-მა აღადგინა XVII საუკუნის მეორე ნახევარში. მონაზვნური ცხოვრების აღდგენის შემდეგ ბოდბეში სასულიერო სემინარია გაიხსნა, აქ იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი რელიგიური წიგნსაცავი. XVIII საუკუნიდან ტერიტორიაზე ამოქმედდა მამაკაცთა მონასტერიც.

1811 წელს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებასთან დაკავშირებით მონასტერი გაუქმდა მომდევნო ათობით წლის განმავლობაში. მისი აღდგენა XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. წმინდა გიორგის ტაძრის რეკონსტრუქცია 1880 წელს ხატმწერმა მიხეილი საბინინმა დაიწყო. 1889 წელს, როდესაც ბოდბეს იმპერატორი ალექსანდრე III ეწვია, ქალთა მონასტრის გახსნაც გადაწყდა. ბოდბის მონასტერში ასევე გაიხსნა ფერწერისა და ხელსაქმის სკოლა.

Bodbe Monastery

საბჭოთა მმართველობის დროს, 1924 წლიდან მონასტერი დაიკეტა, მის ტერიტორიაზე გაიხსნა საავადმყოფო. სსრკ-ის დაშლის შემდეგ, 1991 წლიდან წმინდა ადგილს კვლავ დაუბრუნეს სიცოცხლე.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked