„საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

„საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“

„საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“
Other News

2019 წლის 29 იანვარს საარქივო სამმართველოში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“

ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საარქივო სამმართველოს უფროსი მაია ივანიშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ: განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, საოჯახო ტიპის ბავშთა სახლის აღსაზრდელები და აღმზრდელები.

საზოგადოებას მიესალმა აგრეთვე განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე.

მოხსენება ,,ექვთიმე თაყაიშვილი, ცხოვრება და ღვაწლი“ გააკეთა საზღვარგარეთთან საზოგადოებასთან, მასმედიასთან ურთიერთობის პუბლიკაციისა და გამოყენების სამსახურის უფროსმა თამაზ ფუტკარაძემ, ხოლო საოჯახო ტიპის ბავშთა სახლის აღსაზრდელებმა: გიორგი გორგაძემ, კახა გორგაძემ, ეფემია ბედინაძემ, სოფო ქათამაძემ, ალინა აკიმოვამ და მაია ლორთქიფანიძემ წაიკითხეს ექთიმე თაყაიშვილისადმი მიძღვნილი ლექსები.

ღონისძიების დასასრულს ნაჩვენები იქნა საზღვარგარეთთან საზოგადოებასთან, მასმედიასთან ურთიერთობის პუბლიკაციისა და გამოყენების სამსახურის მიერ მომზადებული სლაიდშოუ და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked