საბანკო სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი 56.5 პროცენტია | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

საბანკო სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი 56.5 პროცენტია

საბანკო სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი 56.5 პროცენტია
Business News Science News

2018 წლის ნოემბერში, წინა თვესთან (ოქტომბერთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 82 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 187 მლნ დოლარით გაიზარდა.

ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 2.1 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 808 მლნ დოლარით. პირველი დეკემბრის მდგომარეობით, ორივე ვალუტაში ერთად 26.3 მილიარდი ლარის სესხია ბანკების მიერ გაცემული. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 56.7%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 58.3% იყო.

ნოემბერში ბანკების მიერ გაცემული სამომხმარებლო სესხები 6 მლნ ლარით გაიზარდა. გრძელვადიანი სამომხმარებლო სესხები 24 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო მოკლევადიანი 18 მლნ ლარით შემცირდა.

მიმდინარე წლის ნოემბერში ბანკების მიერ გაცემული სესხების საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 11.9% შეადგინა. ოქტომბერში აღნიშნული განაკვეთი 11.2% იყო. ბოლო ერთ წელიწადში სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 0.9% პუნქტით არის შემცირებული.

ცალკე აღებულ ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 15.4%-ია. ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.9% პუნქტით შემცირდა. უცხოურ ვალუტაში (რეალურად დოლარში) გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 7.5%-ია. ბოლო ერთ წელიწადში დოლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.5% პუნქტით შემცირდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked