სააკაშვილი მარგველაშვილზე: “ერთადერთი, რითაც ისტორიაში შევა, არის ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა” | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

სააკაშვილი მარგველაშვილზე: “ერთადერთი, რითაც ისტორიაში შევა, არის ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა”

სააკაშვილი მარგველაშვილზე: “ერთადერთი, რითაც ისტორიაში შევა, არის ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა”
Political News

“ერ­თა­დერ­თი, რი­თიც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ის­ტო­რი­ა­ში შევა, ეს არის ჩემ­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვა, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის 5-წლი­ა­ნი პრე­ზი­დენ­ტო­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდს „ერთ დიდ გა­უ­გებ­რო­ბად“ აფა­სებს.

„სი­ნამ­დვი­ლე­ში, მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბა ერთი დიდი გა­უ­გებ­რო­ბა იყო იმი­ტომ, რომ ერ­თა­დერ­თი, რი­თიც ამ კაც­მა ხალ­ხს თავი და­ა­მახ­სოვ­რა, არის ის, რომ შე­ვი­და იმ სა­სახ­ლე­ში, რო­მე­ლიც მე ავა­შე­ნე, იღებ­და ხელ­ფასს იმ ბი­უ­ჯე­ტი­დან, რო­მე­ლიც მე სა­ქარ­თვე­ლოს და­ვუ­ტო­ვე, და­დი­ო­და იმ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს გზა-კვა­ლი მე გა­ვუ­კა­ფე და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჩა­მო­მარ­თვა.

ერ­თა­დერ­თი, რი­თიც ის ის­ტო­რი­ა­ში შევა, ეს არის ჩემ­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვა. თუკი მის გა­კე­თე­ბულს რამე სხვას გა­იხ­სე­ნებთ, რა­საც შე­იძ­ლე­ბა ის­ტო­რი­ა­ში ად­გი­ლი და­ეთ­მოს, თქვენ­თვის მო­მინ­დია.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, და­კარ­გა კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი 5 წე­ლი­წა­დი, მათ შო­რის პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის. არა მგო­ნია, წინ­დე­ბის ქსო­ვა და კარ­ტო­ფი­ლის მოყ­ვა­ნა ის­ტო­რი­ა­ში შეს­ვლის ღირ­სი იყოს“, – გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked