როგორ მოვიქცეთ თუ მთაში დავიკარგეთ | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

What if I got lost in the mountains

<span lang =როგორ მოვიქცეთ თუ მთაში დავიკარგეთ" />
Sport News Tourist News

უტყუარი საშუალება არ არის. According to statistics, საკუთარ თავში დარწმუნებული ტურისტები ყველაზე ხშირად შორდებიან ძირითად ჯგუფს. “მთაში უსაფრთხოების ახალი ზელანდიის საბჭომის რვა მიზეზიც კი დაასახელა, რის გამოც წყვეტს მოლაშქრე, მთავარ ჯგუფს მოსწყდეს და გზიდან გადაუხვიოს.

საბჭოს განმარტებით, ასეთი ადამიანები ხშირად კარგავენ კონცენტრაციას და საკუთარ შესაძლებლობებს ზედმეტად აფასებენ, ცდილობენ იპოვონ მოკლე გზა, თავი აარიდონ დაბრკოლებას, მხედველობის არიდან კარგავენ ლაშქრობის სხვა მონაწილეებს, შედეგად სხვა გზას ადგებიან, ბილიკიდან უხვევენ წყლის ან ლამაზი კადრის ძიებაში.


ახალ ზელანდიაში ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტი ადამიანი მიდის მთებში, ეს ქვეყანა სამოთხეა აქტიური დასვენების მოყვარულთათვის, თუმცა სტატისტიკურად, ყოველი მეორასე ადამიანი იღებს ტრავმას და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

მაგრამ ყველაზე საინტერესოა, რა უნდა გავაკეთოთ თუ უკვე დავიკარგეთ ?

უხეშად რომ ვთქვათ, აქ სამი ვარიანტი არსებობს: გააგრძელო სიარული, გაჩერდე და დაიცადო ან ვინმეს დახმარებისკენ მოუწოდო, ანუ იყვირო.

მთავარია პანიკას არ აყვეთ”- გვირჩევენ შოტლანდიის ალპინისტების საბჭოში, – “არ მიაწყდეთ ყველა მხარეს. ჯობს, გაჩერდეთ, შეაფასოთ ვითარება და ეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოაგროვოთ თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ”.



შოტლანდიის ალპინისტების საბჭო სამ რეკომენდაციას გვთავაზობს:

1. განსაზღვრეთ, სად იმყოფებით. ამისთვის უნდა გაიხსენოთ, რამდენად შორს და რომელი მიმართულებით გადაუხვიეთ მთავარი გზიდან, რა გაიარეთ გზად, როგორ გამოიყურება რელიეფი თქვენ ირგვლივ და ამის შემდეგ თვენ მიერ შეგროვებული ინფორმაცია რუკას უნდა შეადაროთ, ამოცანა კიდევ უფრო მარტივდება თუ თან სატელიტური სანავიგაციო მოწყობილობა გაქვთ.

2. უნდა განსაზღვროთ, მოქმედების კონკრეტული გეგმა და მკაფიოდ მიჰყვეთ მას. განსაზღვრეთ, რომელი უახლოესი წერტილის მიმართულებით იმოძრავებთ და დაახლოებით, გამოთვალეთ, რამდენი დრო შეიძლება დასჭირდეს ამას. At the same time, თვალი ადევნეთ რუკასაც შეესაბამება თუ არა რელიეფი და საორიენტირო ადგილები თქვენს მოლოდინს. თუ არა, მაშინ უკან დაბრუნდით და თავიდან დაიწყეთ. თუ თქვენ ირგვლივ არსებული რეალობა რუკას ემთხვევა ესეიგი სწორ გზაზე ხართ.

3. ღამის მოახლოვებასთან ერთად ჯობს, სიარული შეწყვიტოთ და ღამის გასათევ ადგილს გაუწიოთ ორგანიზება, გზის ძებნა კი განთიადთან ერთად გააგრძელოთ.

ყვირილი საუკეთესო გამოსავალია მაშინ, თუ დაიკარგეთ და იცით, რომ თქვენი თანამგზავრები სადღაც ახლოს არიან, თუმცა დიდ ხანს ყვრილსაც არ აქვს აზრი.

ალპინისტები გვირჩევენ, რომ დიდი ყურადღება მივაქციოთ ლაშქრობის წინ მოსამზადებელ პერიოდს. ვეცადოთ წავიღოთ ყველაზე საჭირო და აუცილებელი ნივთები, such a, like, for example, სანათია. ალპინისტების თქმით, მთაში თბილი ტანსაცმლის, წყლის, რუკისა და კომპასის გარეშე წასვლა უბრალოდ სიგიჟეა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked