“აიფონი” long turned device, რომელიც ჯიბეში ეტევა, But more is needed, and functional, More than, მასზე ბევრად მოზრდილი მოწყობილობები. He is more than a laptop portabeluria. ახალი მოდელების კამერა ბევრად უკეთესია, Some of the camera. In some cases, it can store more information, ვიდრე კომპიუტერს. “აიფონის” applications are the most comfortable and convenient.
along with, არსებობს უამრავი ფუნქცია, რომლის შესახებაც “აიფონის” many users are not even aware. Part of their new, ნაწილი კი წინა განახლებებთან ერთად დაინერგა. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ რჩევებს, რომელთა ცოდნაც „აიფონის“ ყველა მფლობელს სჭირდება და მათ ცხოვრებას ნამდვილად გაუმარტივებს.
- სელფი ყურსასმენებით გადაიღეთ
სელფის გადასაღებად ტელეფონის ეკრანს დიდი ხანია აღარ იყენებენ. ამისთვის ხმის აწევის ან დაწევის ღილაკი გამოიყენება. ახალი საოპერაციო სისტემა კი შესაძლებლობას იძლევა, რომ სელფი ტელეფონზე მიერთებული ყურსასმენის ხმის ღილაკით გადაიღოთ. ყურსასმენის გამოყენებით ფოტოს გადაღებისას ტელეფონის განძრევისგან დაზღვეული იქნებით და სმარტფონსაც უფრო მოხერხებულად დაიჭერთ ხელში.
- ტელეფონი უსაფრთხო გახადეთ ბავშვებისთვის
ბავშვებს იმაზე მეტად უყვართ სმარტფონები და იყენებენ მას, ვიდრე ეს მათთვის რეკომენდირებულია. სწორედ ამიტომ „ეფლმა“ მოწყობილობის პარამეტრები დახვეწა და მშობლებს ბავშვების სმარტფონებთან მიჯაჭვულობის მოხსნაში ეხმარება. თქვენ შეგიძლიათ ბავშვს შეუზღუდოთ წვდომა გარკვეულ აპლიკაციებზე, დააწესოთ ასაკობრივი და დროის ლიმიტი. ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ აპლიკაციების ოჯახის წევრებთან გაზიარების შესაძლებლობა. მაგალითად, საბავშვო აპლიკაციები შეგიძლიათ ერთი სმარტფონისთვის იყიდოთ და ბავშვმა ის ორივე მშობლის აიფონში გამოიყენოს.
- გათავისუფლდით სმარტფონზე მიჯაჭვულობისგან
“აიფონი” აკონტროლებს, დღის განმავლობაში რამდენი ხნით იყენებთ მას. პარამეტრებიდან თქვენ გააკონტროლებთ, რამდენი ხნით იყენებთ თითოეულ აპლიკაციას. ასევე, შეგიძლიათ დააწესოთ კონტროლიც, მიუთითოთ დღის განმავლობაში რამდენი ხნით ან რომელ საათებში გინდათ, გქონდეთ წვდომა რომელიმე კონკრეტულ აპლიკაციაზე. ასევე, შეგიძლიათ შექმნათ სპეციალური პაროლი, რომელიც აპლიკაციებზე წვდომას რამდენიმე წუთით გაგიხანგრძლივებთ.
- ბეჭდეთ ერთი ხელით
„ეფლის“ ახალი საოპერაციო სისტემა საშუალებას გაძლევთ კლავიატურის ფორმატი ისე შეცვალოთ (დაავიწროვოთ), რომ მასზე ცალი ხელით აკრიფოთ ტექსტი. შეცვლა პარამეტრებიდანაა შესაძლებელი და ბევრი მომხმარებელი სწორედ ასეთი ფორმატის კლავიატურას ანიჭებს უპირატესობას.
- მოძებნეთ მუსიკა ტექსტის სიტყვების მიხედვით
iOS ახალი სისტემა შესაძლებლობას გაძლევთ, რომ მუსიკის აპლიკაციის საშუალებით სიმღერა იმ ფრაზებით მოძებნოთ, რომელიც გონებაში ჩაგრჩათ. აღარ არის საჭირო, რომ აუცილებლად სიმღერის ან შემსრულების სახელი იცოდეთ. ამაში ვირტუალური ასისტენი Siri-ს დაგეხმარებათ.
- შეცვალეთ Siri-ის აქცენტი და მოარგეთ ის საკუთარს
ვირტუალური ასისტენტის აქცენტის შეცვლა სიახლე არაა, თუმცა სიახლე ისაა, რომ აქცენტების არჩევანი უფრო მარვალფეროვანი გახდა. თქვენ შეგიძლიათ, აირჩიოთ ამერიკული, ავსტრალიური, ბრიტანული, ირლანდიური ან სამხრეთ აფრიკული აქცენტი. ასევე გაფართოვდა Siri-ის შესაძლებლობები თარგმნის მხრივ. აჟამად მას 50 ენაზე თარგმნა შეუძლია.
- გადააკეთეთ კლავიატურა მაუსად
აღიარეთ, რამდენჯერ მოგშლიათ ნერვები, ეკრანის სენსორით ტექსტის კონკრეტულ ადგილზე რომ ვერ მოხვედრილხართ? აიფონი კურსორის სასურველ ადგილზე მარტივად მიყვანაში დაგეხმარებათ. ამისთვის საჭიროა, ჩამოწიოთ თქვენი კლავიატურა და ასოები გაქრება. სანაცვლოდ გაჩნდება სივრცე, რომელიც ლეპტოპებს აქვთ და რომელიც კურსორის სამართავად გამოიყენება. ასე თითის მარტივი მოძრაობით კურსორს სასურველ ადგილზე სწრაფად მიიყვანთ.