რა ღირს სასტუმროს ნომერი საქართველოში? | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

რა ღირს სასტუმროს ნომერი საქართველოში?

რა ღირს სასტუმროს ნომერი საქართველოში?
Tourist News

PMCG-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს საშუალო ფასი ქვეყანაში 120 ლარი იყო.

რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი ფასი ამ კატეგორიის სასტუმროებზე სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა – 163 ლარი; 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 221 ლარი შეადგინა, ყველაზე ძვირი კი, ასეთი სასტუმროები ნოემბრის თვეში კახეთში ღირდა – 277 ლარი. რაც შეეხება 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს, 2-ადგილიანი სტანდარტული ნომერი ნოემბერში საშუალოდ 489 ლარი ღირდა; თბილისში ფასი 608 ლარი იყო, აჭარაში – 474 ლარი, კახეთში – 368 ლარი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 365 ლარი.

რაც შეეხება საოჯახო სასტუმროებს, საშუალო ფასმა ნოემბერში 63 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ფასი კი გურიაში დაფიქსირდა – 110 ლარი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked