რა დაგიჯდებათ საქართველოში ეკოსახლის მშენებლობა და რას ნიშნავს ენერგოეფექტური შენობა? | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

what it will cost and what it means in Georgia Eco house construction of energy efficient buildings?

<span lang =რა დაგიჯდებათ საქართველოში ეკოსახლის მშენებლობა და რას ნიშნავს ენერგოეფექტური შენობა?" />
Tourist News

Insulation of the modern world of the evaluation One of the criteria, because it provides energy saving, At the same time energy efficient buildings ecological, Health Guarantee. Architect David Khurtsilava ekoinovatsiebis field is very experienced. What are the advantages of energy-efficient house, What funds for its construction, What methods are being built in this type of buildings – these were the issues discussed by Mr. David Patterson.

– Our activities include several segments and direction. This is architecture, Landscape Architecture and Interior Design. request according to the provision of construction, repairs, etc..

2005 Since the head of the team, with whom we have implemented many projects together over the years. both in terms of landscape architecture, Also architecture and interior. Landscape projects important to emphasize the outline of Alexander Garden, because it is a monument and statue adorning the place of the more important historical research included. Mother Tongue in the garden did Skate Park, In fact Skateboard and Bicycle for playgrounds never been to Georgia. As for the landscape, will not name a lot of small projects.

Many worked in terms of architecture. ample experience collected in the interior. Here are some ways dependent on the customer – The outlook would be if knowledge, How to see the interior of this or that.

– ენერგოეფექტურ სახლებზე გვესაუბრეთ. რითი განსხვავდება იგი ტრადიციული სახლებისგან?

– უმრავლესობამ იცის კონვენციური მშენებლობა, რომელიც ტრადიციულ მეთოდებზეა დამყარებული. ვიცით რკინა-ბეტონი, მოსაპირკეთებელი და შემავსებელი მასალები, საზოგადოებაში დამკვიდრებული კონკრეტული მიმართულებები, მაგალითად, კედლები აუცილებლად უნდა იყოს მდგრადი, შენობა – მყარი და ა.შ. თუმცა, ამ სტერეოტიპების დამსხვრევა გვიწევს. პირადად ჩემთვის აშენებული მაქვს ენერგოეფექტური სახლი. უკვე გარემო პირობებიც კი მოითხოვს იმას, რომ ენერგოეფექტური და ეკოსახლის პრინციპებზე დამყარებული მშენებლობა და არქიტექტურა განხორციელდეს. მნიშვნელოვანწილად ყურადღება ექცევა არატოქსიკურობას, გარე ზემოქმედების კუთხით ზრუნვას და ა.შ. საბოლოო ჯამში ამ ყველა ფაქტორს მივყავართ იქამდე, რომ მშენებლობა განხორციელდეს მაქსიმალურად ხარისხიანად, გამოვიყენოთ მაღალი ხარისხის მასალები და შესაბამისად მივიღოთ ასევე მაღალი ხარისხის პროდუქტი.

ბოლო წლებია გადასული ვარ ამ თემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის, რათა ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ. ეს თემა კარგად მაქვს შესწავლილი, ვგულისხმობ მაღალი ხარისხის, ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში უკვე დიდი ხანია აპრობირებულია და ჩვენ ახლა ვიდგამთ ფეხს.

– როგორ შენდება ასეთი ტიპის სახლი?
– ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ არქიტექტურის კუთხით თბოდანაკარგები დავითვალოთ და ამაზე ვიზრუნოთ. შენობის თბოდანაკარგი ნიშნავს, რომ გავთვალოთ ის მასალა, რომლითაც ავაშენებთ შენობას და ამ მასალის გამოყენებით მაქსიმალურად შევამციროთ შიგნით გაგრილებისა და სითბოს დანაკარგი. მაგალითად, თუ ზაფხულში გარეთ გაუსაძლისი სიცხეა, გაგრილებული ჰაერი, რომელშიც ენერგიას ვხარჯავთ, ანუ დენს ვიყენებთ, მაქსიმალურად ნაკლებად უნდა გავიდეს გარეთ და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეს გაგრილებული გარემო სახლში. იგივენაირად მოქმედებს ზამთარში – კედელი ისე იქნება აშენებული, რომ სითბო ნაკლებად დაიკარგება. აქ გასათვალისწინებელია მთელი რიგი ტექნოლოგიები, რასაც ვიყენებთ გარე ფასადის ასაშენებლად. ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ხე, ზოგ შემთხვევაში – დამათბუნებელი მასალა. კონკრეტული მასალების გამოყენებით მივიღებთ ენერგოეფექტურ სახლს. რკინა-ბეტონის შენობა არ გულისხმობს, რომ თბოეფექტურ სახლს ვერ მივიღებთ, მაგრამ აქ მთელი რიგი სამუშაოებია ჩასატარებელი რკინა-ბეტონის შესაფუთად, რომ რაღაც შედეგს მიაღწიო. სხვა მიმართულების მშენებლობებში უკვე არსებობს ისეთი მდგრადი მასალები, რომლებიც თავად თბოიზოლატორია და შესაბამისად ისე შეიძლება კედლის წყობა დაგეგმო, რომ უკვე გათვალისწინებული გქონდეს ეს დეტალები. ნებისმიერი სახლის გაკეთება შეიძლება ისე, რომ მივიღოთ თბოელექტრო სახლი, მაგრამ ეკო-სახლი უკვე სხვა თემაა.

– რა იგულისხმება ეკოსახლში?
– ეკოსახლში ეკოლოგიურად სუფთა მასალები და ბუნებრივი რესურსები უნდა გამოვიყენოთ. ეს გულისხმობს მშენებლობაში საინჟინრო კუთხით ჩართვას, ანუ ჩვენ არქიტექტურა მოვაწყვეთ ამ მასალებითა და მეთოდოლოგიებით, მაგრამ საინჟინრო ნაწილის გარეშე ცოტა გაძნელდება ეკოსახლის მიღება. აქ იგულისხმება გათბობის და ელექტროენერგიის კუთხით მზის ენერგიის გამოყენება, ასევე – მიწის ენერგიის, რადგან მიწაშიც გვაქვს კონკრეტული მუდმივი გრადუსი, კონკრეტულ სიღრმეზე და მისი გამოყენება გაგრილების თუ გათბობის შემთხვევაში შესაძლებელია. აქ არქიტექტურა შემოქმედებით მიდგომებზეა დამყარებული, ინჟინერიც შემოქმედებითად უდგება ყველა საკითხს. შესაბამისად, ამა თუ იმ მოცემულობაში წყვეტს თბომომარაგების საკითხებს. ეკომიმართულება და ენერგოეფექტური სახლის საინჟინრო გადაწყვეტილება შემდეგში შეღავათიან კომუნალურ გადასახადებს გვაძლევს. პირობითად, თუ ჩვენ 40-50%-იან შეღავათზე ავედით, უკვე დიდი შედეგია. ეს დამკვეთისთვის იდეალური შეთავაზებაა და თვალიც არ უნდა დაახამხამოს, ისე უნდა გამოგვყვეს.


– რაიმე უარყოფითი მხარე თუ გააჩნია ენერგოეფექტურ სახლებს?

– არანაირი უარყოფითი მხარე არ გააჩნია. წარმოიდგინეთ, ხე როგორი ჯანმრთელი მასალაა, იმდენად ჯანმრთელია, რომ ზოგს სურვილი უჩნდება, ინტერიერის დეკორშიც გამოიყენოს ხის დეტალები. თუმცა ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია შინაარსი, ვიდრე ვიზუალი. ვიზუალს მორგებული შინაარსი ხომ საერთოდ საუკეთესო ვარიანტია.

– დღესდღეობით ეკოსახლებზე როგორი მოთხოვნაა?

– დაინტერესება დიდია, თუმცა გადაწყვეტილებას მარტივად ვერ იღებენ. დამკვეთს, რომელიც კარგად არ არის გათვითცნობიერებული ამ საკითხში, ცოტა უჭირს გადაწყვეტილების მიღება.

– მატერიალური მხარეც ხომ არ თამაშობს გარკვეულ როლს? რა თანხებთანაა დაკავშირებული ასეთი ტიპის შენობების აგება?

– თუ მთლიან პაკეტზე ვისაუბრებთ, საინჟინრო კუთხითაც და ბუნებრივი რესურსების გამოყენების კუთხითაც, შეიძლება ტრადიციულ მშენებლობასთან განსხვავება სულ 5-10%-ით გვქონდეს. საბოლოო ჯამში ეს ის 5-10%-ია, რაც შემდეგ დაგიზოგავთ კომუნალურ გადასახადებს. გექნებათ უფასო დენი, გათბობა. თუ ამას გრძელვადიანად შევხედავთ, სამომავლოდ, ბევრ სიკეთეს მოგვიტანს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked