რა არის გლაუკომა და როგორ ვებრძოლოთ გლაუკომით გამოწვეულ სიბრმავეს – ოლეგ გოლოვაჩოვის რჩევები | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

რა არის გლაუკომა და როგორ ვებრძოლოთ გლაუკომით გამოწვეულ სიბრმავეს – ოლეგ გოლოვაჩოვის რჩევები

რა არის გლაუკომა და როგორ ვებრძოლოთ გლაუკომით გამოწვეულ სიბრმავეს – ოლეგ გოლოვაჩოვის რჩევები
Other News

2010 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლიო მას­შტა­ბით 70 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი გლა­უ­კო­მით. რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ, 2020 წლის­თვის უკვე 80 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ ერთ წუთ­ში გლა­უ­კო­მით ერთი ადა­მი­ა­ნი ბრმავ­დე­ბა, ხოლო ყო­ველ 10 წუთ­ში – ერთი ბავ­შვი. გლა­უ­კო­მა არის ორი­ვე თვა­ლის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლის­თვი­საც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მუდ­მი­ვი ან პე­რი­ო­დუ­ლი წნე­ვის მო­მა­ტე­ბა, მხედ­ვე­ლო­ბის ვე­ლის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი და მხედ­ვე­ლო­ბის ნერ­ვის პროგ­რე­სუ­ლი დის­ტრო­ფია.

რო­გორც ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ოფ­თალ­მო­ქი­რურ­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ოლეგ გო­ლო­ვა­ჩო­ვი გან­მარ­ტავს, ტერ­მი­ნი “გლა­უ­კო­მა” აერ­თი­ა­ნებს თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბა­თა დიდ ჯგუფს (და­ახ­ლო­ე­ბით 60), რომ­ლის დრო­საც თვალ­ში­და წნე­ვა მუდ­მი­ვად ან პე­რი­ო­დუ­ლად აღე­მა­ტე­ბა ტო­ლე­რან­ტულ (ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ასა­ტან) მაჩ­ვე­ნებ­ლებს; ვი­თარ­დე­ბა მხედ­ვე­ლო­ბის ნერ­ვის დის­კოს და ბა­დუ­რას გან­გლი­უ­რი უჯრე­დე­ბის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და­ზი­ა­ნე­ბა (გლა­უ­კო­მუ­რი ოპ­ტი­კუ­რი ნე­ი­რო­პა­თია); ასე­ვე, ვი­თარ­დე­ბა მხედ­ვე­ლო­ბი­თი ფუნ­ქცი­ე­ბის გლა­უ­კო­მი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი დარ­ღვე­ვე­ბი.

მი­უ­ხე­და­ვად თა­ნა­მედ­რო­ვე ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის მიღ­წე­ვე­ბი­სა, გლა­უ­კო­მა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მწვა­ვე და აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა. და­ა­ვა­დე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს თვალ­ში შე­უქ­ცე­ვა­დი ცვლი­ლე­ბე­ბი მხედ­ვე­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან დაქ­ვე­ი­თე­ბამ­დე და სიბრმა­ვემ­დე. უმე­ტეს­წი­ლად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია და­ა­ვა­დე­ბის ფარ­თო გავ­რცე­ლე­ბით და შე­დე­გე­ბის სიმ­ძი­მით. ყო­ველ წე­ლი­წადს 1000 ადა­მი­ა­ნი­დან გლა­უ­კო­მით ავად­დე­ბა 40-45 წლის ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის 0.1%, 50-60 წლის ასაკ­ში – 1.5-2%, 60-70 წლის ასაკ­ში და უფრო ზე­ვით კი – 10%. და­ა­ვა­დე­ბის დრო­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბა და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვის და მხედ­ვე­ლო­ბის ფუნ­ქცი­ის ხან­გრძლი­ვად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

„წარ­მო­შო­ბის მი­ხედ­ვით ვარ­ჩევთ პირ­ვე­ლად და მე­ო­რად გლა­უ­კო­მას, ხოლო თვალ­ში­და წნე­ვის მო­მა­ტე­ბის მე­ქა­ნიზ­მის მი­ხედ­ვით ღი­ა­კუ­თხი­ან და და­ხუ­რულ­კუ­თხი­ან გლა­უ­კო­მას. პირ­ვე­ლა­დი ღი­ა­კუ­თხი­ა­ნი გლა­უ­კო­მა წარ­მო­ად­გენს ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ფორ­მას და შე­ად­გენს და­ახ­ლო­ე­ბით 70-85%-ს. და­ა­ვა­დე­ბის ამ ფორ­მას, ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე ჩი­ვი­ლე­ბი არ ახა­სი­ა­თებს. თა­ნა­მედ­რო­ვე სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო აპა­რა­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მისი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე გაძ­ნე­ლე­ბუ­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ზან­შე­წო­ნი­ლია გლა­უ­კო­მის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და მკურ­ნა­ლო­ბა,“- გან­მარ­ტავს ოლეგ გო­ლო­ვა­ჩო­ვი.

რა იწ­ვევს გლა­უ­კო­მას?

რის­კის ფაქ­ტო­რე­ბია: მა­ღა­ლი თვალ­ში­და წნე­ვა, რო­მე­ლიც აღე­მა­ტე­ბა ტო­ლე­რან­ტულს, მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თო­ბა, ასა­კი 65 წლის ზე­მოთ, მხედ­ვე­ლო­ბის ვე­ლის ლა­ქე­ბი, ანუ მიკ­როს­კო­ტო­მე­ბი, თხე­ლი რქო­ვა­ნა. ასე­ვე, სხვა ფაქ­ტო­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტეზ­ნია, გულ­სის­ხლძაღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მი­ო­პია, შა­კი­კი და სხვა ვა­ზოს­პას­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი, რე­ი­ნოს და­ა­ვა­დე­ბა, ღა­მის ჰი­პო­ტო­ნია, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი.

რა არის პე­დი­ატ­რი­უ­ლი გლა­უ­კო­მა?

პე­დი­ატ­რი­უ­ლი გლა­უ­კო­მა აერ­თი­ა­ნებს გლა­უ­კო­მის სხვა­დას­ხვა პა­თო­გე­ნე­ტი­კურ და კლი­ნი­კურ ფორ­მებს. კერ­ძოდ, პირ­ვე­ლა­დი თან­და­ყო­ლი­ლი გლა­უ­კო­მა-ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მა; თან­და­ყო­ლი­ლი გლა­უ­კო­მა ასო­ცი­რე­ბუ­ლი თვა­ლის კაკ­ლის თან­და­ყო­ლილ ანო­მა­ლი­ებ­თან (მაგ: მიკ­რო­კორ­ნეა, ანი­რი­დია და სხვა.) და ასე­ვე ორ­გა­ნიზ­მის სის­ტე­მურ და­ა­ვა­დე­ბებ­თან (რეკ­ლი­ნ­ჰა­უ­ზე­ნის სინ­დრო­მი, მარ­ფა­ნის სინ­დრო­მი, რი­გე­რის სინ­დრო­მი და სხვა.). მე­ო­რა­დი გკლა­უ­კო­მა ბავ­შვებ­ში და მო­ზარ­დებ­ში, კერ­ძოდ, პოსტტრავ­მუ­ლი, უვე­ა­ლუ­რი და სხვა გლა­უ­კო­მე­ბი.

რა არის გლა­უ­კო­მის სიმპტო­მე­ბი, რომ­ლის შემ­ჩნე­ვის შემ­თხვე­ვა­შიც ექიმს უნდა მივ­მარ­თოთ?

გლა­უ­კო­მა უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბაა. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტე­ბი ამ­ჩნე­ვენ უკვე გან­ვი­თა­რე­ბულ ან შორსწა­სულ სტა­დი­ა­ზე. მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არის სუ­ბი­ექ­ტუ­რი ჩი­ვი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც უნდა მი­ექ­ცეს ყუ­რა­დღე­ბა პა­ცი­ენ­ტთან სა­უბ­რი­სას. ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩი­ვი­ლე­ბი გლა­უ­კო­მი­ან პა­ცი­ენ­ტებ­ში, მათ შო­რის ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზეც შე­იძ­ლე­ბა იყოს: ჩი­ვი­ლე­ბი მხედ­ვე­ლო­ბის პე­რი­ო­დულ და­ბინ­დვა­ზე, სი­ნათ­ლის წყა­როს გარ­შე­მო ცი­სარ­ტყე­ლას რგო­ლე­ბი, ტკი­ვი­ლი თვა­ლებ­ში, თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი, მფრი­ნა­ვი “ბუ­ზე­ბი”, სწრა­ფი დაღ­ლა, კი­თხვის­თვის სათ­ვა­ლე­ე­ბის ხში­რი ცვლა, თვა­ლე­ბის და­ნის­ვლის და ცრემ­ლდე­ნის შეგ­რძნე­ბა.

რო­გორ ხდე­ბა გლა­უ­კო­მის დი­აგ­ნოს­ტი­კა?

გლა­უ­კო­მის გა­მოვ­ლე­ნა ად­რე­ულ და შორსწა­სულ სტა­დი­ებ­ზე, რო­გორც წესი სიძ­ნე­ლეს არ წარ­მო­ად­გენს და არ სა­ჭი­რო­ებს და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბის დიდი მო­ცუ­ლო­ბით ჩა­ტა­რე­ბას, ვი­ნა­ი­დან ამ დროს არის გლა­უ­კო­მის პრო­ცე­სის კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბის მა­ნი­ფეს­ტა­ცია. გლა­უ­კო­მის ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის მი­ზანს წარ­მო­ად­გენს გლა­უ­კო­მის გა­მოვ­ლე­ნა ატრო­ფი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ­დე მხედ­ვე­ლო­ბის ნერ­ვის დის­კო­ში, ბა­დუ­რა­ზე და ბა­დუ­რის გან­გლი­ურ უჯრე­დებ­ში.

შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ყოთ დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი და ვრცე­ლი ნუს­ხა:

– მი­ნი­მა­ლუ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ნუს­ხა: დღე-ღა­მის მერ­ყე­ო­ბა, დღე-ღა­მის ტო­ნო­მეტ­რია, ბი­ო­მიკ­როს­კო­პია, გო­ნი­ოს­კო­პია, პე­რი­მეტ­რია, ბი­ო­მიკ­რო­ოფ­თალ­მოს­კო­პია.

– ვრცე­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ნუს­ხა: ტო­ნოგ­რა­ფია, პა­ქი­მეტ­რია, ულტრაბ­გე­რი­თი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პე­რი­მეტ­რია, რე­ტი­ნო-ტო­მოგ­რა­ფია (HRT), ოკუ­ლო-კო­გე­რენ­ტუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (OCT), ელექტრო­ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი.

თვალ­ში­და წნე­ვა წარ­მო­ად­გენს გლა­უ­კო­მის ოპ­ტი­კუ­რი ნე­ი­რო­პა­თი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვან რის­კის ფაქ­ტორს. თვალ­ში­და წნე­ვის დაქ­ვე­ი­თე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს გლა­უ­კო­მის გან­ვი­თა­რე­ბის და პროგ­რე­სი­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას. მისი დაქ­ვე­ი­თე­ბა და მდგრა­დი ნორ­მა­ლი­ზა­ცია რჩე­ბა გლა­უ­კო­მის მკურ­ნა­ლო­ბის ერთ-ერთ ამო­ცა­ნად.

ელექტრო­ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვის მე­თო­დი გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას შე­ვა­ფა­სოთ ბა­დუ­რას უჯრე­დე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ანუ ხდე­ბა მხედ­ვე­ლო­ბი­თი ანა­ლი­ზა­ტო­რის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ღე­ბა ბა­დუ­რი­დან მხედ­ვე­ლო­ბი­თი ანა­ლი­ზა­ტო­რის­ცენ­ტრა­ლურ ნა­წი­ლამ­დე.

ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი მე­თო­დი და მათ შო­რის ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ელექტრო­რე­ტი­ნოგ­რა­ფი – Diopsys ტარ­დე­ბა„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტრში, რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ხდე­ბა დი­აგ­ნო­ზის დას­მა გან­გლი­ურ უჯრე­დე­ბის აპოპ­ტო­ზის გან­ვი­თა­რე­ბის და­წყე­ბით სტა­დი­ა­ზე ანუ ხდე­ბა პრეგ­ლა­უ­კო­მის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა გლა­უ­კო­მის პრე­ვენ­ცია.

რა ტი­პის მკურ­ნა­ლო­ბა არის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი?

მი­უ­ხე­და­ვად გლა­უ­კო­მის­მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი და ლა­ზე­რუ­ლი მე­თო­დე­ბით მკურ­ნა­ლო­ბი­სა, ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დით­ვალ­ში­და წნე­ვის ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის და მხედ­ვე­ლო­ბის ფუნ­ქცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის არის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი.

არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა ტი­პის ოპე­რა­ცი­ე­ბი, კერ­ძოდ, ოპე­რა­ცი­ე­ბი შლე­მის არხზე, ტრა­ბე­კუ­ლა­რულ აპა­რატ­ზე, ცი­ლი­ა­რულ სხე­ულ­ზე, გამ­ჭო­ლი და არა­გამ­ჭო­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი, სხვა­დას­ხვა ტი­პის დრე­ნა­ჟე­ბის, მიკ­რო­შუნ­ტე­ბის და სა­ი­რი­გა­ციო სის­ტე­მე­ბის გა­და­ნერგვა.

ოპე­რა­ცი­ის ძი­რი­თა­დი ჩვე­ნე­ბე­ბია: მა­ღა­ლი თვალ­ში­და წნე­ვა და მხედ­ვე­ლო­ბის ფუნ­ქცი­ე­ბის არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა. ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტრში ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ხის თა­ნა­მედ­რო­ვე ან­ტიგ­ლა­უ­კო­მა­ტო­ზუ­რი ოპე­რა­ცია.

„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტრში, ოფ­თალ­მო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და კვლე­ვე­ბის­თვის ჩა­წე­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 2 190 190.

ინ­ფორ­მა­ცია სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბი­სა და ექი­მე­ბის შე­სა­ხებ ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­იტ­ზე www.newhospitals.ge

გსურს მო­იხ­სნა სათ­ვა­ლე?

იხილეთ ჩვენი სიტყვა (find.myge.city) საიტზე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked