პასტორალი ორისთვის – დოკუმენტური ფილმი | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

პასტორალი ორისთვის – დოკუმენტური ფილმი

პასტორალი ორისთვის – დოკუმენტური ფილმი
Business News

დოკუმენტური ფილმის გმირები 11 წლის გაგა და 13 წლის გია ლიქოკელები არიან. ლიქოკელების ხუთშვილიანი ოჯახი ჭალაისოფელში მარტო ცხოვრობს.

ბარისახოს სკოლა, რომელიც პირაქეთა ხევსურეთის 30-ზე მეტ სოფელში ერთადერთია, ჭალაისოფლიდან 9 კილომეტრშია. ლიქოკის ხეობიდან სკოლაში ახლა გაგა, გია და მათი დები, ელა და თათია დადიან. უფროსმა ძმამ, გიგლამ სკოლა წელს დაამთავრა. სოფლიდან სკოლაში კვირა საღამოს მიდიან და პარასკევამდე პანსიონში რჩებიან. პარასკევს გაკვეთილების შემდეგ, როცა დიდი თოვლია, ისევ ფეხით მიუყვებიან სოფლის გზას.

გაგასთვის და გიასთვის შაბათ-კვირა ყველაზე მძიმე დღეებია. დილიდან საღამომდე შრომობენ – მთაში საქონელს მწყემსავენ, თიბავენ, თივას აგროვებენ, ბოსელს ასუფთავებენ, ფუტკარს უვლიან. ფუტკრის 2 ოჯახი ჰყავთ, ხიდან ჩამოიყვანეს და მოაშინაურეს.

მძიმეაო მთაში ცხოვრება, მაგრამ სხვაგან წასვლას მაინც არ აპირებენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked