კგბ-ს თანამშრომელი პუტინი – გერმანიაში, არქივში რუსეთის პრეზიდენტის ძველი მოწმობა იპოვეს | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

კგბ-ს თანამშრომელი პუტინი – გერმანიაში, არქივში რუსეთის პრეზიდენტის ძველი მოწმობა იპოვეს

კგბ-ს თანამშრომელი პუტინი – გერმანიაში, არქივში რუსეთის პრეზიდენტის ძველი მოწმობა იპოვეს
Other News Political News

დრეზ­დენ­ში, აღ­მო­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის („შტა­ზი“) არ­ქივ­ში იპო­ვეს პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა, რო­მელ­საც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი კგბ-ს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დროს იყე­ნებ­და, ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა კგბ-მ და შტაზ­მა ერ­თობ­ლი­ვი კვლე­ვის დროს აღ­მო­ა­ჩი­ნეს. პუ­ტინ­მა სა­ბუ­თი 1985 წელს მი­ი­ღო, რო­დე­საც ის კგბ-ს მა­ი­ო­რი იყო.

აღ­მო­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პუ­ტინ­მა ID ბა­რა­თი შტაზ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის მი­ი­ღო.

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, რო­მე­ლიც ლე­ნინ­გრად­ში (ახ­ლან­დელ სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში) და­ი­ბა­და, აღ­მო­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ა­ში 1985 წელს მი­ავ­ლი­ნეს, მა­შინ ის 33 წლის იყო.

პუ­ტი­ნი დრეზ­დენ­ში კგბ-ს ოფი­ცე­რი იყო, ის გერ­მა­ნი­ა­ში 1989 წლამ­დე დარ­ჩა.

შტა­ზის ID ბა­რა­თის გა­ნახ­ლე­ბა ყო­ველ 3 თვე­ში იყო სა­ვალ­დე­ბუ­ლო. უც­ნო­ბია, რა­ტომ და­ტო­ვა პუ­ტინ­მა სა­ბუ­თი არ­ქივ­ში.

დრეზ­დენ­ში მსა­ხუ­რო­ბის დროს მას ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭეს. 1989 წელს კი კო­მუ­ნის­ტურ­მა აღ­მო­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ამ ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი გა­დას­ცა „ერ­თგუ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის“.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესმდი­ვან­მა სა­ბუ­თის ნამ­დვი­ლო­ბა არ გა­მო­რი­ცხა. მისი თქმით, იმ პე­რი­ოდ­ში შტა­ზი და კგბ აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked