კაცი გურიაში ხეზე ცხოვრობს და თავს ნადირობით ირჩენს – “მოსწყინდა მარტო ყოფნა, მაგრამ ცოლობაზე არავინ თანხმდება” | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

კაცი გურიაში ხეზე ცხოვრობს და თავს ნადირობით ირჩენს – “მოსწყინდა მარტო ყოფნა, მაგრამ ცოლობაზე არავინ თანხმდება”

კაცი გურიაში ხეზე ცხოვრობს და თავს ნადირობით ირჩენს – “მოსწყინდა მარტო ყოფნა, მაგრამ ცოლობაზე არავინ თანხმდება”
Other News Social News

53 წლის კაკო ლომ­თა­თი­ძე ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მე­წი­ეთ­ში, პა­ტა­რა ქოხ­ში, მარ­ტო ცხოვ­რობს. ქოხი იმ­დე­ნად პა­ტა­რა და სა­ცხოვ­რებ­ლად მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლია, რომ მისი პატ­რო­ნი ცხოვ­რე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვარს, იქვე ეზო­ში, მა­ღალ ხეზე სა­ხელ­და­ხე­ლოდ მო­წყო­ბილ “სა­ძი­ნე­ბელ­ში” ატა­რებს. კაკო ლომ­თა­თი­ძე “გუ­რი­ის მო­ამ­ბემ” მო­ი­ნა­ხუ­ლა და მას­თან ინ­ტერ­ვი­უც ჩა­წე­რა:

“ცოლი არ მა­წუ­ხებს და შვი­ლი, ვწე­ვარ აქ და გად­მოვ­ყუ­რებ სამ­ყა­როს” – ამ­ბობს კაკო, რო­მე­ლიც მე­წი­ე­თის მაღ­ლობ­ზე ბოლო მო­სახ­ლეა და ირ­გვლივ სულ ტყე აკ­რავს, რამ­დე­ნი­მე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­ცაა მე­ზობ­ლად, მაგ­რამ მე­პატ­რო­ნე­ე­ბი მხო­ლოდ ზა­ფხუ­ლო­ბით, და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­დი­ან.

ლომ­თა­თი­ძე თავს ნა­დი­რო­ბით ირ­ჩენს, მაგ­რამ, რა­ო­დენ გა­სა­ო­ცა­რია, რომ ის ნა­დი­რო­ბის ია­რა­ღად მშვილდ-ისარს იყე­ნებს. ამ­ტკი­ცებს, რომ დათ­ვიც ჰყავს მოკ­ლუ­ლი.

“გა­საკ­ვი­რი ამ ამ­ბავ­ში უფრო მე­ტად ისაა, რომ კაკო ლომ­თა­თი­ძე არა სა­კუ­თარ სვე-ბედ­ზე სა­წუ­წუ­ნოდ, არა­მედ ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნით დაგ­ვი­კავ­შირ­და – მოს­წყინ­და მარ­ტო ყოფ­ნა, მე­ო­რე ნა­ხე­ვარს ეძებს, ამ­ბობს რომ არა­ვინ არ თან­ხმდე­ბა ცო­ლო­ბა­ზე მა­ნამ, სა­ნამ ელე­მენ­ტა­რულ სა­ცხოვ­რე­ბელ პი­რო­ბებს არ მო­ი­წყობს..

და დუ­ნი­ას, მისი გა­სა­ჭი­რი უნდა აც­ნო­ბოს, ცოლს ირ­თავს კაცი და იქ­ნებ სუ­ლი­ერ­მა ვინ­მემ ყუ­რად იღოს თხოვ­ნა და და­ეხ­მა­როს მას სა­კუ­თა­რი “კე­რი­ის” შექ­მნა­ში” – წერს “გუ­რი­ის მო­ამ­ბე”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked