ირაკლი კობახიძე – გადაწყვეტილია, რომ მოსამართლეთა წარდგენილ სიას კენჭი არ ეყრება, ჯერ კრიტერიუმები უნდა შემუშავდეს | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

ირაკლი კობახიძე – გადაწყვეტილია, რომ მოსამართლეთა წარდგენილ სიას კენჭი არ ეყრება, ჯერ კრიტერიუმები უნდა შემუშავდეს

ირაკლი კობახიძე – გადაწყვეტილია, რომ მოსამართლეთა წარდგენილ სიას კენჭი არ ეყრება, ჯერ კრიტერიუმები უნდა შემუშავდეს
Other News Political News

გადაწყვეტილება მიღებულია, რომ მოსამართლეთა წარდგენილ სიას კენჭი არ ეყრება. შევთანხმდით, რომ ჯერ პროცედურები და კრიტერიუმები უნდა შემუშავდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, როგორ მოხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთაკანდიდატების სიის გაწვევა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ტექნიკური მხარეა და შესაძლოა, ცვლილება კანონის გარდამავალ დებულებაში განხორციელდეს.

„ზოგადად, გადაწყვეტილია, რომ ამ სიას კენჭი არ ეყრება და კენჭი ეყრება ახალ სიას, რომელიც წარმოდგენილი იქნება. თუ იურიდიული კუთხით დასაზუსტებელი გახდა, რომ ამ 10 კანდიდატს არ ეყრება კენჭი, აღნიშნულთან დაკავშირებით შეიძლება, კანონის გარდამავალ დებულებებში ცვლილება შევიტანოთ. ეს წმინდა ტექნიკური მხარეა. შევთანხმდით, რომ ჯერ შემუშავდება პროცედურა, კრიტერიუმები. ამ ფილტრს გაივლის ყველა კანდიდატი. მათში შესაძლოა ის 10 კანდიდატიც შედიოდეს, რომელიც მანამდე იყო წარმოდგენილი. ასევე სხვა კანდიდატები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, პროცესი მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ წარიმართება.

„პროცესი იქნება მაქსიმალურად გახსნილი, ღია, გამჭვირვალე. ამის საფუძველზე შეირჩევა 18 კანდიდატი 18 ვაკანტურ პოზიციაზე, ხოლო შემდეგ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, ვის დაუჭერს მხარს. ჩემი მხრიდან დღეს არასწორი იქნება ვინმეს მხარდაჭერაზე ან მხარდაჭერის უარზე საუბარი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked