იანვარში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 1.3 პროცენტით გაძვირდა | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

იანვარში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 1.3 პროცენტით გაძვირდა

იანვარში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 1.3 პროცენტით გაძვირდა
Business News Social News

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 1.3%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 2.2% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 2.2%-ით გაძვირდა.

იანვარში ფასების ზრდა ძირითადად სურსათის (3.2%-ით) და თამბაქოს (5.8%-ით) გაძვირებამ განაპირობა. ბოსტნეული 16%-ით გაძვირდა, რძე, ყველი და კვერცხი 5%-ით, პური 1.4%-ით.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ფასები (10.1%-ით) გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 3.2%-ით გაძვირდა, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 3.4%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 8.8%-ით გაიაფდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked