ევროპის ქვეყნები, სადაც ქართველები ყველაზე ხშირად მოგზაურობენ | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

ევროპის ქვეყნები, სადაც ქართველები ყველაზე ხშირად მოგზაურობენ

ევროპის ქვეყნები, სადაც ქართველები ყველაზე ხშირად მოგზაურობენ
Business News Tourist News

შენგენის ქვეყნებს შორის, ქართველებისთვის სამოგზაუროდ ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა გერმანიაა.

აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, საქართველოდან გერმანიაში 21 295 პირი გაემგზავრა. მეორე ადგილზეა იტალია, სადაც 3 თვის განმავლობაში, 16 742 ქართველი გაემგზავრა, მესამე ადგილზე კი საბერძნეთია – 13 365 მოგზაურით.

ყველაზე მეტ ქართველს საზღვრის გადაკვეთაზე უარი იტალიამ უთხრა. კერძოდ, 3 თვეში იტალიაში შესვლაზე 101 ქართველს ეთქვა უარი. თუმცა პროცენტულად ყველაზე ხშირად უარს ქართველებს კვიპროსსა და რუმინეთში ეუბნებიან. საანგარიშო პერიოდში, რუმინეთში საქართველოდან 1 564 პირი გაემგზავრა, უარი საზღვრის კვეთაზე კი 32-ს უთხრეს, – ანუ გამოდის, რომ ყოველი 49 პირიდან ერთს რუმინეთის მთავრობა საზღვარზე შესვლისას უარს ეუბნება. კვიპროსის შემთხვევაში, გამგზავრებული პირების რაოდენობა 2751-ს შეადგენს, მათგან უარი კი 54-ს უთხრეს, ანუ ყოველ 51-ს.

ამასთან, შენგენის ზონაში 10 ქვეყანაა, რომელსაც ქართველი მოგზაურებიდან 3 თვის განმავლობაში, უარი საზღვრის კვეთაზე არცერთისთვის უთქვამს: ავსტრია, ბულგარეთი, ხორვატია, ლუქსემბურგი, შვეიცარია, ისლანდია, ფინეთი, მალტა, სლოვენია და სლოვაკეთი. იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ქართველებისთვის შესვლაზე უარი არ უთქვამთ, ყველაზე მეტი მოგზაური ავსტრიას ეწვია – 3 149 და არცერთი უარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აგვისტო-ოქტომბერში, საქართველოდან ყველაზე ნაკლები პირი ისლანდიაში გაემგზავრა – 16, მათგან უარი არცერთს ეთქვა.

აგვისტო-სექტემბერში ქართველების მიერ შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრებისა და უარის თქმის სტატისტიკა შემდეგია:

გერმანია: გაემგზავრა 21 295 პირი; უარი ეთქვა 50 პირს.

იტალია: გაემგზავრა 16 742 პირი; უარი ეთქვა 101-ს.

საბერძნეთი: გაემგზავრა 13 365 პირი; უარი ეთქვა 32-ს.

ესპანეთი: გაემგზავრა 10 434 პირი; უარი ეთქვა 26-ს.

საფრანგეთი: გაემგზავრა 9 080 პირი; უარი ეთქვა 35-ს.

პოლონეთი: გაემგზავრა 7 655 პირი; უარი ეთქვა 47-ს.

უნგრეთი: გაემგზავრა 3 810 პირი; უარი ეთქვა 24-ს.

ჩეხეთი: გაემგზავრა 3 730 პირი; უარი ეთქვა 3-ს.

ავსტრია: გაემგზავრა 3 149 პირი; უარი არცერთ პირს ეთქვა.

კვიპროსი: გაემგზავრა 2 751 პირი; უარი ეთქვა 54-ს.

ნიდერლანდები: გაემგზავრა 1 992 პირი; უარი ეთქვა 2-ს.

ლიეტუვა: გაემგზავრა 1 789 პირი; უარი ეთქვა 11-ს.

ლატვია: გაემგზავრა 1 720 პირი; უარი ეთქვა – 21-ს.

რუმინეთი: გაემგზავრა 1 564 პირი; უარი ეთქვა 32-ს.

ბელგია: გაემგზავრა 1 516 პირი; უარი ეთქვა 3-ს.

შვეიცარია: გაემგზავრა 1 057 პირი; უარი არცერთს ეთქვა.

შვედეთი: გაემგზავრა 696 პირი; უარი ეთქვა 3-ს.

პორტუგალია: გაემგზავრა 560 პირი; უარი ეთქვა 1-ს.

დანია: გაემგზავრა 386 პირი; უარი ეთქვა 1-ს.

ესტონეთი: გაემგზავრა 358 პირი; უარი ეთქვა 1-ს.

ბულგარეთი: გაემგზავრა 344 პირი; უარი არცერთს ეთქვა.

მალტა: გაემგზავრა 285 პირი; უარი არცერთს ეთქვა.

ხორვატია: გაემგზავრა 184 პირი; უარი არცერთს ეთქვა.

ფინეთი: გაემგზავრა 179 პირი; უარი არცერთს ეთქვა.

ნორვეგია: გაემგზავრა 162 პირი; უარი ეთქვა 1-ს.

სლოვაკეთი: გაემგზავრა 153 პირი; უარი არცერთს ეთქვა.

ლუქსემბურგი: გაემგზავრა 81 პირი; უარი არცერთს ეთქვა.

სლოვენია: გაემგზავრა 60 პირი; უარი არცერთს ეთქვა.

ისლანდია: გაემგზავრა 16 პირი; უარი არცერთს ეთქვა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked