ევროკავშირის რეგლამენტი ერთიანი ღვინის ბაზრის შესახებ | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

ევროკავშირის რეგლამენტი ერთიანი ღვინის ბაზრის შესახებ

ევროკავშირის რეგლამენტი ერთიანი ღვინის ბაზრის შესახებ
Other News

ღვინის მსოფლიო ბაზარზე ევროკავშირს წამყვანი ადგილი უჭირავს. იგი ფლობს მსოფლიო მეღვინეობის სანედლეულო ბაზის 45%-ს, ღვინის წარმოების 65%-ს, ღვინის მოხმარების 57%-სა და მსოფლიო ექსპორტის 70%-ს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროკავშირში ღვინის იმპორტი არა წევრი სახელმწიფოებიდანაც გაორმაგდა. ხოლო რუმინეთის, ბულგარეთისა და უნგრეთის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, აღნიშნული ქვეყნები ღვინის მნიშვნელოვანი მიმწოდებლები გახდნენ. ისეთმა სახელმწიფოებმა, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩილე, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა და ავსტრალია, აგრესიულ მარკეტინგულ პოლიტიკას მიმართეს, რამაც ღვინის ბაზარზე კონკურენციის ზრდა გამოიწვია.

რეგლამენტი “ერთიანი ღვინის ბაზრის შესახებ” მიღებული იქნა 1999 წლის 17 მაისს. მისი ძირითადი მიზანია უზრუნველყოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოთხოვნა- მიწოდების დაბალანსება და ღვინის ბაზრის კონკურენტუნარიანობის ზრდა. რეგლამენტი მწარმოებლებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ გაფართოებული ბაზრით და შესაბამისი ხელსაყრელი პირობებით.

მოცემული რეგლამენტი ასახავს დებულებებს ღვინის ბაზრის საერთო სტრუქტურის შესახებ, რომლის თანახმადაც სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკის შემუშავებას საფუძვლად უდევს ღვინის ბაზრის განვითარება. მსგავსი პოლიტიკის ძირითადი მიზანია დასახოს ძირითადი მიმართულებები და განსაზღვროს პრიორიტეტები, განსაკუთრებით ღვინის წარმოებაში, რათა უზრუნველყოს მეღვინეობის შესახებ ეფექტური პოლიტიკის დანერგვა და შემუშავება.

წევრი სახელმწიფოები ირჩევენ კომპეტენტურ წარმომადგენლებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ღვინის სექტორში წესების შესაბამისობის დაცვას ევროკავშირის სტანდარტებთან. ოფიციალური ანალიზი ხორციელდება ამ მიზნით სპეციალურად შერჩეული დამკვირვებლების და სპეციალური ლაბორატორიების მეშვეობით. რეგლამენტის ფარგლებში იქმნება მმართველთა კომიტეტი, რომელიც წევრი სახელმწიფოების და ევროკავშირის წარმომადგენლისაგან შედგება. აღნიშნული რეგლამენტი მოიცავს: ღვინის წარმოების მარეგულირებელ ზოგად წესებს, საბაზრო მექანიზმებს, მხარდამჭერ და სექტორულ ორგანიზაციებს,

ენოლოგიის საკითხებს, მის აღწერას, მნიშვნელობას, დაცვას, წარდგენას და რეკლამირებას, მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებას სპეციფიკურ ზონებში და ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებთან ვაჭრობას. უფრო კონკრეტულად, მოცემული რეგლამენტი არეგულირებს შემდეგი სახის პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებულ პროცესებს:

– სუფრის ღვინოები;

– სუფრის ღვინოები გეოგრაფიული ინდიკაციით;

– მაღალი ხარისხის ღვინოები, რომელიც სპეციფიკურ ზონებში იწარმოება, მათ შორის:

• სპეციფიკურ ზონებში წარმოებული მაღალი ხარისხის ცქრიალა და ნახევრად ცქრიალა ღვინოები,

• სპეციფიკურ ზონებში წარმოებული შემაგრებული ღვინოები (ლიქიორული ღვინოები);

• სხვა დანარჩენი ღვინოები, რომლებიც არ შედის ზევით მოცემულ ჩამონათვალში.

გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლის გამოყენების უფლებაც ექნება. აღნიშნული კანონი ასევე ითვალისწინებს იმ დაშვებას, რომ სპეციფიკურ ზონაში მოყვანილი ყურძნის გადამუშავება, ღვინის წარმოება და ჩამოსხმა დასაშვებია ამ სპეციფიკური ზონის გარეთაც. მხოლოდ მევენახეობის იმავე ზონის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. ამ კუთხით, მოცემული კანონი ევროკავშირის რეგლამენტის მსგავსია, რომელშიც (როგორც ზემოთ აღინიშნა) ასევე არის მოხსენიებული ტერმინი სპეციფიკური ზონა და განსაზღვრულია, როგორც ადგილი, სადაც იზრდება ვენახი, გამოყენებულია ღვინის საწარმოებლად და აკმაყოფილებს ხარისხის უმაღლეს მოთხოვნებს.

 

წევრ ქვეყნებში თითოეულ ტერიტორიაზე გაიცემა ახალი ვენახების დარგვის უფლება. ასეთი სახის უფლებების განაწილება ხორციელდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მათზე, ვინც ახორციელებს ვენახების დარგვას და როგორც სპეციფიკურ ზონაში წარმოებული მაღალი ხარისხის, ასევე სუფრის ღვინის წარმოებას გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. რაც შეეხება გადარგვაზე უფლების მინიჭებას, ამგვარი უფლება იმ შემთხვევაში გაიცემა, თუკი უკვე მომზადებულია ტერიტორია ვენახების დასარგავად. ვადა, რომლის ფარგლებშიც მოცემული უფლებებით სარგებლობა შეიძლება კერძო შემთხვევაზეა დამოკიდებული და ზოგადად, ხუთიდან რვა წლამდე პერიოდს მოიცავს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked