ბოლო თვენახევარში თბილისში 67 კორპუსის მშენებლობის ნებართვა გაიცა – არქიტექტურის სამსახურის მონაცემები | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

ბოლო თვენახევარში თბილისში 67 კორპუსის მშენებლობის ნებართვა გაიცა – არქიტექტურის სამსახურის მონაცემები

ბოლო თვენახევარში თბილისში 67 კორპუსის მშენებლობის ნებართვა გაიცა – არქიტექტურის სამსახურის მონაცემები
Other News

2019 წლის 1-ელი იან­ვრი­დან 15 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით, თბი­ლის­ში მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის 67 ნე­ბარ­თვა გა­ი­ცა, 2018 წელს 593, ხოლო ყვე­ლა­ზე მეტი – 683 ნე­ბარ­თვა 2017 წელ­საა გა­ცე­მუ­ლი, – აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხურ­მა მი­ა­წო­და.

შე­სა­ბა­მი­სად, 2017 წლი­დან 2019 წლის 15 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით თბი­ლის­ში, მხო­ლოდ მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბის მიზ­ნით, არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხურს 1 343 ნე­ბარ­თვა აქვს გა­ცე­მუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის იმ რა­ი­ო­ნებს, სა­დაც არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის ნე­ბარ­თვის მი­სა­ღე­ბად მე­რი­ას ყვე­ლა­ზე ხში­რად მი­მარ­თა­ვენ, მათ შო­რის მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებს სა­ბურ­თა­ლო და ვაკე იკა­ვებს.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, თბი­ლი­სის მე­რი­ამ 2016 წელს ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა, რა დრო­საც 2012-2016 წლებ­ში თბი­ლი­სის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რა­ი­ო­ნე­ბი­დან რო­გორც არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი, ისე სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო ან სხვა სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად მე­რი­ი­სად­მი მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის აქ­ტი­ვო­ბა გა­ნი­სა­ზღვრა.

სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­მუ­შა­ოს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ნე­ბარ­თვის მი­სა­ღე­ბად მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი – 21% სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში და­ფიქ­სირ­და; მე­ო­რე ად­გილს 15%-ით ვაკე იკა­ვებს, მე­სა­მე ად­გილს კი 10%-10%-ით გლ­და­ნი და სამ­გო­რი.

ასე­ვე, ნა­ძა­ლა­დევ­სა და ისან­ში, სხვა­დას­ხვა არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის, ფა­სა­დის შე­საც­ვლე­ლად, რეკ­ლა­მის გან­სა­თავ­სებ­ლად ან სხვა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის ნე­ბარ­თვის მი­სა­ღე­ბად, თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 9%-ს შე­ად­გენს; მთაწ­მინ­დის რა­ი­ონ­ში – 8%-ს, დი­დუ­ბე­ში – 7%-ს; ჩუ­ღუ­რეთ­ში – 6%-ს; კრწა­ნის­ში – 5%-ს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, თბი­ლი­სის მე­რია K2 კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის გა­ყიდ­ვის აკ­რძალ­ვას და ამით ქა­ლა­ქის „ქა­ო­ტუ­რი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის“ შე­ზღუდ­ვას გეგ­მავს, თუმ­ცა ეს შე­ზღუდ­ვა უკვე გა­ცე­მულ სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვებ­ზე არ გავ­რცელ­დე­ბა.

თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა და K2 კო­ე­ფი­ცი­ენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ერ­თდრო­უ­ლად და­ახ­ლო­ე­ბით ერთ თვე­ში დამ­ტკიც­დე­ბა, იქამ­დე კი, რო­გორც თბი­ლი­სის მე­რი­ის ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ალექ­სან­დრე ტო­გო­ნი­ძე გან­მარ­ტავს, მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მა არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კით გაგ­რძელ­დე­ბა.

ცნო­ბის­თვის, მი­წის ფარ­თო­ბი მრავ­ლდე­ბა K2 კო­ე­ფი­ცი­ენტზე და იმის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, თუ რა მო­ცუ­ლო­ბის შე­ნო­ბის აშე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა უნდა გა­ი­ცეს დე­ვე­ლო­პერ­ზე. მა­გა­ლი­თად, თუ მი­წის ნაკ­ვე­თი 400 კვ.მ-ია, ნორ­მა­ტი­უ­ლი K2 კი 1.8, საპ­რო­ექ­ტო K2-ს მი­ვი­ღებთ: 400*1.8=720 კვ.მ (ესე იგი შე­ნო­ბის სარ­თუ­ლე­ბის სა­ერ­თო ფარ­თი არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 720 კვ.მ-ს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked