ბიზნეს ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

ბიზნეს ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის

ბიზნეს ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის
Business News

საქართველოსა და ჩინეთის ბიზნეს ურთიერთობები, იმაზე ღრმაა ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

ჩინეთმა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაიწყო, 2009 წელს ჩინეთში ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 6 მილიონი ამერიკული დოლარი იყო, 2010 წლიდან, ორ ქვეყანას შორის ბიზნეს ურთიერთობები უფრო გაღრმავდა, ხოლო, პროექტმა “ერთი სარტყელი ერთი გზა” არსებული ურთიერთობები უფრო გააძლიერა.

 

ექსპორტის მაჩვენებლები, მიგვითითებს, რომ ქართული ღვინო არაერთი ქვეყნისთვის არის მიმზიდველი, ჩინეთი ამ ქვეყნების სიას არ ჩამორჩება, OEC – ს მონაცემებით, ჩინეთი მეხუთე ადგილს იკავებს, საქართველოს საექსპორტო მიმართულებებს შორის, საქართველოდან კონკრეტულად ღვინის ექსპორტი კი მეოთხე ადგილზეა.

2017 წელს ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი ჩინეთში, 8 მილიონამდე ღვინის ბოთლია, ეს მონაცემები 2016 წელთან შედარებით 43%-ით გაიზარდა, შედეგად ჩინეთი, ქართული ღვინის მესამე იმპორტიორი ქვეყანა გახდა.

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების თანახმად, 2018 წლის 1 იანვრიდან ქართული პროდუქციის 91% მოეხსნა საბაჟო გადასახადები, რამაც 1,4 მილიარდიანი ბაზარი გახსნა საქართველოსთვის.

 

ქართული ღვინო დიდი წარმეტებით ფიგურირებს ჩინეთის ბაზარზე, იმის გარდა, რომ ქვეყანაში ქართული ღვინის სახლები და მუზეუმები იხსნება, ქართული ღვინის კომპანიებს უკვე მესამედ მიეცათ შანსი მონაწილეობა მიეღოთ აზიის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში, რომელიც შანხაიში გაიმართა, გამოფენაზე კომპანია “გეფერინი”-ს პროდუქცია მოთხოვნადი აღმოჩნდა, წარმატებული შეთანხმების შედეგად კი ჰონგ-კონგში მათი პირველი მაღაზია გაიხსნა, სადაც ტყავის ჩანთები და საფულეებია წარმოდგენილი, გარდა ამისა, გამოფენა წარმატებული აღმოჩნა, ქართული ლუდის კომპანიებისთვისაც, იგეგმება რამდენიმე მილიონი ბოთლის ექსპორტი ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებში, კომპანია “ბარამბო”-მ ჩინურ უმსხვილეს კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება,რაც ადგილობრივ ქსეულ მარკეტებში ბარამბოს ტკბილეულის განთავსებას გულისხმობს, აღნიშნულმა გამოფენამ კიდევ ბევრ სხვა ქართულ კომპანიასა და სერვისს აუნთო მწვანე შუქი ჩინეთის ბაზარზე,მინერალური წყალი, თხილი,თაფლი, ჩაი,ლუდი, პლასტმასის პროდუქცია, კაბელები, სამკურნალო საშუალებები – ეს ის მცირედი ჩამონათვალია იმ პროდუქციიდან, რომლის ექსპორტიც იგეგმება მომავალში.

 

ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში, კიდევ ერთი ქართული პავილიონი გაიხსნა,სადაც ქართული აგრო-სასურსათო პროდუქცია იქნება წარმოდენილი, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას ჩინეთში. პირველ რიგში, ექსპორტისთვის ქართული ზეითუნის ზეთის, ვისკისა და ჩაი მზადდება.

ჩინეთსა და საქართველოს შორის, ბიზნეს ურთიერთობები ორმხრივია, შესაბამისად,მნიშვნელოვანია ჩინელების ინვესტიციები და პროექტები, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ჩინეთის ყველაზე დიდი ინვესტიცია, ჰუალინგ ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც, ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია საქართველოში, “ჰუალინგ ჯგუფი” -მა, სადაც უკვე 3000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, 8 პროექტში 500 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განახორციელა, (თბილისის ზღვის ოლიმპიური კომპლექსი, სხვადასხვა დანიშნულების შენობა ნაგებობები და ა.შ) 2012 წელს კი “ბაზის ბანკის” საკონტროლო პაკეტი შეიძინა.

უახლესი ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას ახალი მაგისტრალის ტენდერის გამარჯვებული ჩინური კომპანია Hunan Road and Bridge Construction Group

გახდა.

ერთი შეხედვით ჩანს, რომ პატარა და დიდ ქვეყანას შორის უფრო რთულია წარმატებული ურთიერთობების დამყარება, თუმცა ცხადია, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული ბიზნეს ურთიერთობები ყოველ წელს ვითარდება.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked