“ბიზნეს კაფეს” მორიგი შეხვედრა | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

“ბიზნეს კაფეს” მორიგი შეხვედრა

“ბიზნეს კაფეს” მორიგი შეხვედრა
Business News

მთელი საქართველოს ბანკის და საკონსულტაციო კომპანია “ინსორსის” პროექტის “ბიზნეს კაფე”-ს ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემას წარმოადგენდა “სტარტაპერის მანიფესტი”, რომელიც სტარტაპსა და კორპორაციაში არსებულ განსხვავებულ ღირებულებებს, ლიდერობისა და მართვის სტილს მიეძღვნა.

The next meeting of "Business Cafe"

შეხვედრის მოწვეულმა სპიკერმა, IT კომპანია “ლემონდუსა” და TKT.GE-ს დამფუძნებელმა, ლევან კილაძემ ისაუბრა საკუთარი გამოცდილებით შეძენილ იმ ძირითად პრინციპებზე, რომელიც მას დაეხმარა კორპორატიული კულტურიდან სტარტაპის გარემოს გააზრებასა და მორგებაში.

“ბიზნეს კაფეს” მორიგ შეხვედრას ესწრებოდა 40 ორგანიზაციის უმაღლესი რგოლის მენეჯერი, მათ შორის საქართველოს ბანკის პარტნიორი მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.

“ბიზნეს კაფე” წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანია ინსორსის პროექტს, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბანკის პარტნიორობით ხორციელდება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ბიზნესის მმართველი რგოლის წარმომადგენელების არაფორმალურ შეხვედრას საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked