ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველო მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველო მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა

<span lang =ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველო მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა" />
Business News
მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის- “Doing Business 2015” მიხედვით, World 189 ქვეყანას შორის ბიზნესის დაწყების სიმარტივის მიხედვით საქართველო დაწინაურდა და მერვედან მეხუთე ადგილზე გადაინაცვ­ლა. ქონების რეგისტრაციის სიმარ­ტივის მიხედვით, ქვეყანა კვლავ სტაბილურად ინარჩუნებს პირველ ადგილს.საქართველოში ბიზნესისა და ქონების რეგისტრაციას იუსტიციის სამინის­ტ­როს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. “Doing Business” მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის პროექტია, რო­მელიც ბიზნესის გარემოს მსოფლიოს 189 in country, 10 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით იკვლევს. კვლევაში ყოველწლიურად დაახლოებით 12000 ექსპერტი მონაწილეობს. აღნიშნულ მსოფლიო რეიტინგში, ბიზნესის რეგისტრაციის სფეროს შეფასების კრიტერიუმები სარეგისტრა­ციო პროცედურების რაოდენობას, რეგისტრაციისათვის საჭირო დროსა და ხარჯებს უკავშირდება. საჯარო რეესტრში განხორციელებულმა რეფორმებმა რეიტინგის შეფასების ყველა კომპონენ­ტი მოიცვა: სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობა და რეგისტრაციისათვის საჭირო დრო მინიმუმამდე შემცირდა; მომსახურება ერთი სარკმლის პრინციპით ხორციელდება და მომხმარებელს ურთიერთობა უწევს მხოლოდ ერთ ოპერატორთან; ქონების და ბიზნესის რე­გისტრაცია რამდენიმე საათშია შესაძლებელი; რეგისტრაციასთან დაკავშირე­ბული ხარჯე­ბი სხვა ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked