აჭარული ხაჭაპური Tasteatlas-ის მომხმარებელთა რჩეულია | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

აჭარული ხაჭაპური Tasteatlas-ის მომხმარებელთა რჩეულია

აჭარული ხაჭაპური Tasteatlas-ის მომხმარებელთა რჩეულია
Business News Tourist News

პოპულარული, კულინარიული ვებგვერდ „Tasteatlas“-ის რეიტინგში აჭარული ხაჭაპური მომხმარებელთა რჩეულია. ვებგვერდის მკითხველებმა ხაჭაპურს 5-დან 5 ქულა მიანიჭა და ის მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის პირველ ადგილზეა.

„ყველიანი პური, ხაჭაპური, საქართველოში ყველაზე ცნობილი კერძია. ტრადიციულად, მასგამდნარი ყველით, კვერცხით, კარაქითა და ფქვილით ამზადებენ. საქართველოში ხაჭაპურისრამდენიმე სახეობაა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მომზადება მოცარელათი ან ფეტათიცშესაძლებელია, ქართველები მას სულგუნით ან იმერული ყველით ამზადებენ. ხაჭაპურის ყველაზე გავრცელებული ფორმები იმერული და აჭარული ხაჭაპურებია,» ნათქვამია აჭარული ხაჭაპურის აღწერაში.

TasteAtlas არის ერთგვარი კულინარიული რუკა, სადაც 10,000-ზე მეტი კერძი და ინგრედიენტი მსოფლიო რუკაზე ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვითაა განლაგებული. ვებგვერდი მსოფლიოში პოპულარული კერძების რეიტინგებს პერიოდულად აქვეყნებს. ამ ეტაპზე გამოქვეყნებული კერძებისთვის ხმის მიცემა კი ნებისმიერ მსურველს შემდეგ ბმულზე შეუძლია – goo.gl

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked