აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება

აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება
Business News Tourist News

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე. ამჯერად, აჭარა სტამბოლისსაერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „EMITT 2019“ იყო წარმოდგენილი. აზიასა და აღმოსავლეთხმელთაშუაზღვისპირეთში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გამოფენაში დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა.

გამოფენა ვიზიტორების სიმრავლით გამოირჩეოდა და წელს მასზე 100 ქვეყნის 700-მდე ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იმყოფებოდა. დეპარტამენტი გამოფენაში 2007 წლიდან მონაწილეობს და პოპულარიზაციას უწევს რეგიონს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წლის განმავლობაში რეგიონის ტურისტულ პროდუქტებსა და შესაძლებლობებს ჯამში 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგენს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked