აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონსპოპულარიზაცია ვილნიუსის საერთაშორისოტურისტულ გამოფენაზე “Adventure 2019” გაუწია.
დეპარტამენტი გამოფენაზე დამოუკიდებელი სტენდით იყო წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორებს რეგიონისტურისტული პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლოთ. ვილნიუსის საერთაშორისოტურისტულ გამოფენას წელს 150,000-ზე მეტი ვიზიტორი ესწრებოდა.
გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს ტურისტული დასარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. მათგან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ვილნიუსიდან ბათუმისმიმართულებით ჩარტერული რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით.
აჭარის სტენდი გამოფენაზე საქართველოს ელჩმა ლიეტუვას რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძემ მოინახულა.
აპრილიდან აჭარაში ლიეტუვადან პრეს და ინფოტურები იგეგმება, რომლის ფარგლებშიც რეგიონს ჟურნალისტებიდა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ესტუმრებიან.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას ლიეტუვაში 2016 წლიდან ეწევა. 33%-თააგაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა აჭარაში ლიეტუვადან.