აჭარაში გამართული მრავალრიცხოვანი საერთაშორისო მნიშვენლობისა და მაღალი დონის ღონისძიებების ფონზე, მხარემ MICE-ტურიზმის ტრანსნაციონალურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი მოიპოვა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, უგემრიელესი ადგილობრივი, ევროპული თუ აზიური სამზარეულო, მსოფლიო დონის მომსახურება, მომხიბვლელი გარემო – ის პირობებია, რომელიც აჭარაში ტურიზმის ამ სახეობის განვითარებას განაპირობებს.
გარდა საერთაშორისო ბრენდებისა – „რადისონი“, „ჰილტონი“, „შერატონი“, „ვინდჰემი“ – რომლებიც აჭარაში ოპერირებენ, მაღალი დონის შეხვედრების, კონფერენციებისა და გამოფენების გასამართად საჭირო ინფრასტრუქტურას აქ ადგილობრივი სასტუმროებიც შემოგთავაზებენ.